სანთლებს ვანდობთ უშენობის ტკივილს…
ზაზა ხითარიშვილი (1969 წ – 2012 წ )
20 ივნისია. . . შენი ამქვეყნად მოვლენის და . . . უშენობის მეცხრე ივნისი. მხოლოდ 42 წელი იცოცხლე, მაგრამ ამ მოკლე დროშიც შეძელი სითბოს, სიყვარულის და მოფერების დატოვება.
ზღვა ყვავილებში იწექი, მთელი ქალაქი მოგტიროდა ლამის, ყველა თავისას გეუბნებოდა, ჩაგჩურჩულებდა. . . არავის გვემეტებოდი, თუმცა უფლის ნებაა ყოველივე. . . წახვედი და მონატრება დაგვრჩა უსაზომო, ტკივილიანი, ცრემლიანი თუ უცრემლო.
ჩუმი ღიმილი გქონდა, საოცარი თვალები, სადაც ჩაგუბებული იყო უძირო სევდა. თითქოს გაემიჯნე სიცოცხლეს, ჩვენთან იყავი და არც იყავი. . . თითქოს გრძნობდი სიკვდილის სუნთქვას, ფარულად გვემშვიდობებოდი. . . მაინც გელოდებით, სიზმრებში გელოდებით, უნებურად გეძებთ უცხო სახეებს შორის. . . საფლავზე მოსვლით თითქოს გიახლოვდებით, პირისპირ გხვდებით, ყვავილებს ვაბარებთ სათქმელს, სანთლებს ვანდობთ უშენობის ტკივილს. . .
დაბადების დღეს გილოცავთ ზაზა!
ოჯახი