ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ
დღეს ბათუმში ახალი კორონავირუსის 5 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ინფიცირებულები იმ სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ოჯახის წევრები არიან, რომელიც 2 ივლისს შემოვიდა წითელი ხიდიდან და 3 ივლისს ერთი დღით იმყოფებოდა ოჯახში. 9 ივლისს მას თურქეთიდან სარფის საბაჟოზე შემოსვლისას ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა კოვიდდადებითი. პაციენტი რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირებულია მძღოლის დედა, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ბავშვი (4 წლის და ერთ წლამდე ასაკის).
ინფიცირებულებიდან 4 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ბათუმის კლინიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
– აღრიცხულია 18 ახალკონტაქტირებული პირი. ყველას ჩაუტარდა P დიაგნოსტიკა და მათ შორის გამოვლინდა ეს ხუთი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირების სხვა დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერიბით არ გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით კონტაქტირებულთა რაოდენობის ზრდას. მიმდინარეობს ყველა კონტაქტის მაქსიმალურად მოძიება და აღრიცხვა, ყველასთან მიმართებაში დაცულია იზოლაციის წესების მკაცრი მოთხოვნა, რასაც აკონტროლებს როგორც ჯანდაცვის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყება, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.