სამშაბათი, აპრილი 13, 2021
სიახლე:
  • პანდემიის დროს გამოვლენილი ნიჭი
  • მრავალმხრივი ხელოვანი – ნაღვარევიდან
  • შესარიგებლად გაწვდილი ხელი – ქართველი მოსწავლეების წერილი აფხაზ თანატოლებს
  • ,,შექმენი და დასაქმდი” – კარიერული განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის
  • 9 აპრილის გახსენება
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს

ივლისი 31, 2020აგვისტო 3, 2020

ნინო ცხვარაძე 591 98 24 30 –

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებისთანავე თორნიკე რიჟვაძემ მნიშვნელოვანი ცვლილება გვაუწყა – ვინაიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოფიციალურად ერთვება საარჩევნო კამპანიაში, აღნიშნულ სამინისტროს ნინო ნიჟარაძე გაუძღვება.

– აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარადგინა ოთხი წლის შემაჯამებელი ანგარიში. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ძალიან დიდი გამოწვევის დაძლევაში. დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ნდობით შეძლებს, გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კოვიდ-19-თან ბრძოლის პერიოდში. იგი გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ეპიდემიოლოგია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ ქალბატონების რიცხვი იზრდება მთავრობის შემადგენლობაში, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. პოსტკრიზისული პერიოდი აისახა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც, მიუხედავად ამისა არცერთი მუნიციპალური პროექტი არ გაჩერებულა. ბათუმის ბიუჯეტი კი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში, 10 მილიონი ლარით შეივსება.

სხდომაზე ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები კიდევ 5 თვით გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისიამ შეისწავლა არსებული ვითარება და შეარჩია ის 18 ფერმერი, რომლებსაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებს, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება – მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

სულ ნანახია
სულ ნანახია
145
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← არჩილ ჩიქოვანი: ამბიციური გეგმები გვაქვს
  • აჭარის ტელევიზიის სამი თანამშრომელი დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გაათავისუფლეს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"