კვირა, აპრილი 18, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა – აჭარაში, რეკორდული მაჩვენებელი – მთლიანად საქართველოში

სექტემბერი 8, 2020სექტემბერი 8, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –

აჭარაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის კიდევ 21 შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში რამდენიმე ახალი კოვიდკერა გაჩნდა. ცნობილი გახდა, რომ ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელს, რის გამოც უწყებამ მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, გუშინ, ღამით შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის და გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებოდა.

კიდევ ერთი კერა ე.წ. ხოფის ბაზრობაა, სადაც მოვაჭრეების ტესტირება მიმდინარეობს.

8 სექტემბრის მონაცემებით, ვირუსი დადასტურებული აქვს სამ მოქალაქეს. ისინი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციებში მუშაობდნენ. შეხება ჰქონდათ ათობით ადამიანთან. ბაზრობა დაკეტილია, მუშაობის განახლების თარიღი ტესტირების საბოლოო პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

კოვიდ-19 დაუდგინდა ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელსაც. პირი შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაშია მოთავსებული. თანამშრომლებს პისიარ ტესტირება უტარდებათ, შენობაში კი დეზინფექცია ხორციელდება.

აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვა შემთხვევები ძველ ინფიცირებულებთან კონტაქტირებულ პირებს უკავშირდება. რუსუდან შავიშვილის თქმით, მათ შორისაა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმაც, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“. მას პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდა, განმეორებითმა კი დადებითი შედეგი აჩვენა. შავიშვილის განმარტებით, მინისტრს ბოლო პერიოდის განმავლობაში ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია.

კიდევ ერთი შემთხვევა, პედაგოგს უკავშირდება. მას ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, შეხება ჰქონდა ორი სკოლის და კოლეგებთან.

აჭარაში ახალი კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, სტადიონის დაანონსებული გახსნა გადაიდო. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 101 პაციენტი მკურნალობს.

დღეს, 8 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული ციფრია.

ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1321 ადამიანი. დღეს კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 პირი,სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ – 299, ხოლო გარდაცვლილია 19 ადამიანი.

სულ ნანახია
სულ ნანახია
141
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ლია კასპელაშვილი: ვცდილობ, აჭარას კერამიკის ინდუსტრია დავუბრუნო
  • თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"