ისევ – „დარჩით სახლში“
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 0
მოწოდება – „დარჩით სახლში“ კვლავ ძალაშია. რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომკამპანია ზემოთ აღნიშნული სლოგანით ბრუნდება.
მინისტრი მოსახლეობას მიმართავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები –ისარგებლონ პირბადით, დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.
„ბატონმა ამირანმა ლოზუნგით – „დარჩით სახლში“ კვლავ მოუწოდა ჩვენს მოსახლეობას დამეც ვუერთდები მას. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვები.
სამთავრობო გუნდს არ აქვს მიზნად შეზღუდვების დაწესება, თუმცა რეკომენდაციას გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფშია და ეს უკვე რიცხვებითაც მტკიცდება. ამას ადასტურებს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნულ ბრიფინგზე.