პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

ლელი ბჟალავა: ადვოკატი კლიენტისთვის ყველაზე სანდო მრჩეველია

ოქტომბერი 7, 2020ოქტომბერი 7, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

თითქმის ერთ წელზე მეტია, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების წესი შეიცვალა, გადამზადდნენ მოქმედი ადვოკატები, მათ მენტორის სტატუსი მიენიჭათ და საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთნენ. ცვლილებების შესახებ ჩვენ ბათუმელი ადვოკატი (მენტორი) ლელი ბჟალავა გვესაუბრა.
– ქალბატონო ლელი, როგორც ვიცით, 2019 წლიდან შეიცვალა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების წესი. კონკრეტულად, რა ცვლილება შევიდა კანონში?
– 2019 წლის 1 იანვრიდან ადვოკატად გაწევრიანების წესი შეიცვალა. აღნიშნული ცვლილებით, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროფესიული საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა. ეს მოიცავს სამთვიან თეორიულ ნაწილს და 9-თვიან სტაჟირებას ხელმძღვანელთან (მენტორთან). ცვლილება ნამდვილად კარგია, რადგან ადვოკატი უკვე პროფესიონალურად, მომზადებული შემოდის პროფესიაში.
– თქვენ რამდენი ხანია ჩართული ხართ „პროფესიული ადაპტაციის პროგრამაში“?
– კანონის ამოქმედების დღიდან პროცესებში აქტიურად ვარ ჩართული. თავდაპირველად, ადვოკატთა ასოციაციამ ყველა, ვინც სურვილი გამოთქვა და ვისაც ჰქონდა სამწლიანი საადვოკატო მუშაობის გამოცდილება, გადაამზადა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მენტორების გადამზადება დღემდე გრძელდება. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მენტორი, მით უმეტეს, როდესაც ამოგირჩევს სტაჟიორი პროფესიული მასტერკლასის ჩასატარებლად და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად.
– წელს უკვე, როგორც ლექტორს, ონლაინრეჟიმში მოგიწიათ ლექციების ჩატარება. ხომ არ იყო სამუშაო პროცესი რთული?
– მიმდინარე წლის მარტიდან გადავედი ონლაინმეცადინეობაზე და ვფიქრობ, სტაჟიორებს ეს პროცესი არ გასჭირვებიათ. ისინი ონლაინ ასრულებდნენ დავალებებს, ასევე, საჩივრებს, სარჩელებს წერდნენ და აგზავნიდნენ სასამართლოში. ამ ეტაპზეც, სექტემბრიდან, ონლაინრეჟიმში გავაგრძელეთ მუშაობა, რაც არაა მარტივი, მაგრამ ვცდილობთ, ამ რეჟიმს გავუძლოთ. აღნიშნული რთული ვითარება ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად, მალე გამოსწორდება.
– ძირითადად, რა საკითხებს გადიან მომავალი და მოქმედი ადვოკატები?
– ვასწავლი სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მათ ვავალებ და ვასწავლი ხელშეკრულების და კორპორატიული დოკუმენტების მომზადებას; საპროცესო დოკუმენტების შედგენას; კლიენტთან კომუნიკაციას; სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობას და ასე შემდეგ. ადვოკატთა ასოციაციაში ადაპტაციის კურსის გავლაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ – თებერვალსა და სექტემბერში. დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი მიისწრაფის პროფესიული განვითარებისკენ. ვახალისებ ჩემს სტაჟიორებს და ვაძლევ მოტივაციას, რათა უკეთესები გახდნენ. დასასრულ, ვიტყვი, რომ ადვოკატს უნდა ჰქონდეს ძლიერი ნებისყოფა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება. ხშირად, ამ პროფესიის ადამიანი ხდება საზოგადოებისაგან დაუფასებელი და ბულინგის მსხვერპლიც კი. გვიწევს მუშაობა სტრესულ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, ადვოკატი კლიენტისათვის ყველაზე სანდო მრჩეველია.

სულ ნანახია
სულ ნანახია
1098
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← მთიან აჭარას ევროპული დონის ველობილიკი ექნება
  • რატომ მოჭამა დრო ტყუილის სიმართლედ შეფუთვის „ხელოვნებამ“ და რისთვის იბრძოლებს სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა? →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"