პირველი შშმ პირი დეპუტატობის კანდიდატი – აჭარის უმაღლეს საბჭოში
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
,, ქართული ოცნების’’ეს ნაბიჯი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი ამ გუნდის მთავარი ღირებულებაა”
,,მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ ვარ, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ სიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად (რიგით მე-17). მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ამ საპატიო მისიის დაკისრებისთვის, მადლობა პრეცედენტისთვის. უმაღლეს საბჭოს ეყოლება პირველი შშმ პირი კანდიდატი, თუმცა ჩემი ბეგრაუნდი, საბედნიეროდ, მხოლოდ შშმ სტატუსით არ შემოიფარგლება. ჩემთვის ქართული ოცნება ადამიანზე ორიენტირებული, ღირსების პარტიაა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს დაუბრუნა მომავლის იმედი. მადლობა ყველას, ვინც ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებს. მე ვიქნები ჯარისკაცი ბძოლით და შემართებით თქვენთან ერთად, წინ -საქართველოს წარმატებისთვის. 31 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ’’, – ამ სიტყვებით გამოხატა მადლიერება და დაკისრებული ნდობის გამართლებისთვის მზადყოფნა თაზო მჟავანაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ის დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია და თავად მოგვიყვება იმ გეგმებსა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც პოლიტიკაში ჩართვას უკავშირდება.
– თაზო, პირველ რიგში, გილოცავთ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელებას. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
– დიახ, დღეს უკვე ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პარტიის საარჩევნო სიაში. პოლიტიკურ- საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ხანია ჩართული ვარ, მაგრამ როგორც კანდიდატი არჩევნებში პირველად ვმონაწილეობ.
– თქვენ პირველი შშმ პირი ხართ, უმაღლესი საბჭოს ისტორიაში, ვინც პარტიის საარჩევნო სიის ოცეულშია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს?
– მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, ხელმძღვანელობას, აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატად ჩემი წარდგენისთვის, რამაც შექმნა პრეცედენტი – შშმ პირს მიეცეს უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის კანდიდატობის შესაძლებლობა, თუმცა ჩემი განვლილი გზა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დაგარწმუნოთ – მხოლოდ შშმ პირთა საკითხებზე აქტიურობით არ შემოვიფარგლები. ბუნებრივია, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა და პრეცედენტის შექმნა ორმაგად საამაყოა. აღსანიშნავია, რომ შშმ პირი დეპუტატის წარმატებული მოღვაწეობის მაგალითი საქართველოს პარლამენტში გვაქვს.
– თქვენ ხშირად საუბრობდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში შშმ პირების უფლებების დასაცავად ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.
– დიახ, საარჩევნო სიაში ყოფნის მოტივი ზუსტად ის წარმატებული მრავალმხრივი ნაბიჯები იყო, რაც ქართულმა ოცნება გადადგა შშმ პირების უფლებების დაცვის მხრივ, როგორც იურისტი, გამოვყოფდი კონსტიტუციაში შშმ პირთა უფლებების შესახებ მუხლის შეტანას, ახალი კანონის შექმნას შშმ პირთა უფლებების შესახებ, რამაც სრულიად ახლებურად, მაღალ რსაფეხურზე აიყვანა მათი უფლებების დაცვა, გაიზარდა პენსიები. ბავშვთა კოდექსში შშმ პირ ბავშვთა უფლებები გაწერილია. ასევე, „ქართული ოცნების“ დამსახურებით გაჩნდა სპეცმასწავლებლების კატეგორია, რამაც ბევრ შშმ პირს სკოლაში სწავლის საშუალება მისცა. პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შშმ პირთა კომპონენტს. წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და მომწონდა, რომ ხელისუფლება გვისმენდა და შშმ პირთა თემს ჩვენი საჭიროობის განცდა გაგვიჩნდა. ბუნებრივია, რჩება ადაპტირებისა და მთელი რიგი სხვა პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოსაგვარებელია.
– და ბოლოს, რა მესიჯს გაუგზავნით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ნდობას რომელ პარტიას გამოუცხადებს, რატომ უნდა შემოხაზონ N 41 ?
– ჩემი დეპუტატობის კანდიდატად ყოფნა ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ფენის აზრის გათვალისწინება. ჩემი უშუალოდ ჩართვა ამ პროცეში არის გარანტია იმისა, რომ მე ვიქნები შშმ პირების ინტერესების დამცველი და ქომაგი. ,, ქართული ოცნების’’ეს ნაბიჯი კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი ამ გუნდის მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ ვდგავარ მათ გვერდით. „ქართული ოცნების“ მხრდაჭერა დღეს ნიშნავს, კრიზისების ეფექტურ მართვას, ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობას, მოხუცისთვის ღირსეულ სიბერეს, ამიტომ უნდა დაგვიჭირონ მხარი. ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა, რადგან ჩვენ, შშმ პირებმა, სიტყვით და საქმით ვიგრძენით სახელმწიფოს მხარდაჭერა. ასევე, როგორც პედაგოგს, მიმაჩნია, რომ ის კომპლექსური რეფორმა, რაც განათლების სისტემაში გატარდა, ახალგაზრდა კადრების შემოსვლით, ცოდნაზე დამყარებული ანაზღაურებით და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებით, უმნიშვნელოვანესია. მმართველობის 8 წელმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არის სისტემური რეფორმების ავტორი, რომელმაც ადამიანი გამოაცხადა პრიორიტეტად, სწორედ ამიტომ იმსახურებს ნდობას მე -3 ვადით.
ცნობისთვის: თაზო მჟავანაძე გახლავთ საჯარო სამართლის მაგისტრი (2015_2017წწ),
2017 წლიდან დღემდე – კოლეჯი ,,ახალი ტალღის’’ მოწვეული პედაგოგი, 2018 წლიდან დღემდე – დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის მოწვეული პედაგოგი/ საპატიო პროფესორი. 2020 წლიდან ,,კავკასიის ბიზნესის“ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. 2020 წელს ჩააბარა მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. 2013 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმ პირების უფლებებისთვის’’ დამფუძნებელია.

