რამაზ სურმანიძე
გარდაიცვალა ქართველი ერის დიდი მოამაგე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ექიმი, მწერალი, პროფესორი – რამაზ სურმანიძე.
ბატონი რამაზ სურმანიძის ბიოგრაფიული ცნობები მდიდარია შინაარსითა და პრაქტიკული საქმიანობით. განსაკუთრებული იყო მისი წვლილი მომავალი თაობების აღზრდაში. იგი იყო ცოცხალი ენციკლოპედია და ამ მიმართულებით დიდ სამსახურს უწევდა ტურიზმის ინდუსტრიას, განსაკუთრებით კი გიდებს.
ბატონი რამაზი იყო ღია საზოგადოება ,,ჭვანელის“ დაფუძნების ინიციატორი 2012 წელს. იგი აღნიშნული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. მისივე თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს ფოლკლორულ ფესტივალს – ,,ჯვარიმინდორი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება შუახევის მუნიციპალიტეტში.
ბატონ რამაზ სურმანიძის თაოსნობით, ბათუმში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო კონგრესი.
ყველა საზოგადოებრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს მას ჩვენი საზოგადოების წევრები გვერდით ვყავდით, გვარიგებდა, გვასწავლიდა უკეთესად ცხოვრების წესს. . .
ბატონი რამაზ სურმანიძის გარდაცვალებით ,,დამთავრდა ეპოქა დიდი“. აღარ არის ჩვენ გვერდით ხევისბერი, დამრიგებელი, ბრძენი მემატიანე.
გვჯერა, რომ მისი იდეები მუდამ იცოცხლებს და გადაეცემა თაობებს.
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს.
ღია საზოგადოება ,,ჭვანელი“
აჭარის არ ტურიზმის გიდების ასოციაცია