აჭარაში ახალი კორონავირუსის 189 შემთხვევა დადასტურდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მაოდგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 207 კოვიდდადებითი პაციენტი. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 550 პაციენტი, აქედან 15 არასრულწლოვანი და 26 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. ნონა ეფაძის განმარტებით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 47-ია. აჭარაში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
– გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი, აქედან 16 არასრულწლოვანია, 26 კი ორსული. თავისუფალი საწოლების რაოდენობა გახლავთ 47. რაც შეეხება კოვიდკარანტინებს, იქ 550 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 70-მდე ბავშვია. ბინაზე მკურნალობს დაახლოებით 900-მდე ადამიანი. ნებისმიერი პირი, ვისაც აქვს ტემპერატურა, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს 112-ს. მკაცრად აუციელებლია, რომ ადამიანები, ვისაც აქვს სიმპტომი, მიმართავდნენ ოჯახის ექიმს, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონებში ასეთია: თბილისი – 297, აჭარა -189, იმერეთი – 150, შიდა ქართლი – 12, ქვემო ქართლი – 11, მცხეთა-თიანეთი – 9, გურია – 6, სამეგრელო ზემო-სვანეთი – 3, კახეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1. სტატისტიკის თანახმად, ახალი კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდდადებითი ინფიცირებულების რაოდენობა ამ ეტაპზე ჯამში – 13521 აღწევს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 7159. კარანტინის რეჟიმშია – 5590 ადამინი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პაციენტი. კოვიდ სასტუმროებში იმყოფება – 1393 პირი.