ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
სიახლე:
  • კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს: ინგლისის დედოფალმა, ჯო ბაიდენმა, რეჯეპ ერდოღანმა… აიცარით, ქართველებო, ნუ გეშინიათ!
  • ბაგრატ აკუჯბა: ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და მივიღებთ სილამაზეს
  • მამა – იმამი, შვილი – სტიქაროსანი
  • გიორგი ბოლქვაძე – მუსლიმანი მამის და ქრისტიანი დედის ათეისტი შვილი
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 58
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
საზოგადოება

ეს კვლევები საზოგადოების ფართო მასებს დააინტერესებს

ოქტომბერი 17, 2020ოქტომბერი 17, 2020

მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –

რამდენიმე თვის წინ ბათუმში ახალი საგანმანათლებლო სივრცე – ა(ა) იპ სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი, ჩვენი თანაქალაქელი ნიკოლოზ მეგრელიშვილია. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა პრეზენტაციას აპირებდა, რომელზეც საზოგადოებისთვის ინსტიტუტის გუნდის უფრო ახლოს გაცნობა და გეგმების გაზიარება ჰქონდა განზრახული, თუმცა პანდემიის გამო დროებით გადადეს. „აჭარა“ გაესაუბრა ნიკოლოზ მეგრელიშვილს, მან ერთგვარი ონლაინპრეზენტაცია შემოგვთავაზა, რომლის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ.

როგორც ბატონმა ნიკამ გვითხრა, ორგანიზაცია აერთიანებს სამართლის და პოლიტიკის მიმართულებების ახალგაზრდა მკვლევარებს. ორგანიზაციის დაფუძნებლების მთავარი მიზანი, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სწორედ აქტუალური სამართლებრივი და პოლიტიკის საკითხების კვლევაა.
– ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის წევრები და მკვლევარები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ, სამეცნიერო და პედაგოგიურ ცხოვრებაში, – გვითხრა მან, – ჩვენი გუნდის წევრებია: გიორგი გობრონიძე (საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი), ანა მდინარაძე, თამარ გვარიშვილი (იურისტები), რაულ აგიკიანი (ბიზნესის სამართლის მკვლევარი), დავით ძიძიშვილი (კომუნიკაციისა და საინფორმაციო პოლიტიკის მკვლევარი), ლაშა ბაჟუნაიშვილი (ევროატლანტიკური მიმართულების მკვლევარი), ანა ნიქაბაძე (დემოკრატიზაციისა და საარჩევნო სისტემების მკვლევარი), ნინო ქიტოშვილი (დანაშაულის გამომწვევი სოციალური მიზეზებისა და სასჯელის მიზნის მიღწევის გზების მკვლევარი).

ჩვენს საქმიანობაში მთავარი მიუკერძოებლობა და ობიექტურობაა. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, პანდემიის პირობებში საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური სურათი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ ეტაპზე „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით, ვიწყებთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საჯარო ლექციებს.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. ბსუ სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სტრატეგიული პარტნიორია. მოლაპარაკება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების კუთხით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც მიმდინარეობს. მალე ვიწყებთ პირველი კვლევის მომზადებას, რომლის თემატიკასაც ამ ეტაპზე, პრეზენტაციამდე, ვერ გავაჟღერებთ, თუმცა კვლევა შეეხება ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს და ის აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო მასების დაინტერესებას.

ასევე, ვფიქრობთ, აქტიურად ჩავერთოთ წინასაარჩევნო პროცესის ანალიზსა და შეფასებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო საკითხების სამართლებრივ ჭრილში განხილვა. აუცილებელია, პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი იყოს ჯანსაღი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პროცესის სიჯანსაღეს და გამჭვირვალობას.
ჩვენი მკვლევარები საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის მეშვეობით, აქტიურად ახორციელებენ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სამხედრო საკითხების მიმოხილვას.

ბოლოს მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ მკვლევარს, შემოუერთდეს ჩვენს გუნდს – ჩვენ ვქმნით თანამშრომლობასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ სისტემას.

სულ ნანახია
სულ ნანახია
507
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← რას მიაღწევენ ამ ფასად?!
  • „ყველა პაციენტის ლაბორატორიული პარამეტრების კვლევა იდეალური იქნებოდა, მაგრამ“… →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"