პარასკევი, მაისი 16, 2025
სიახლე:
  • ვირტუალური ურთიერთობა – სრულფასოვანი კავშირი თუ. . .
  • „თუ რაიმე ზრდის ადამიანს, საკუთარი თავში უკვდავების აღმოჩენა“
  • ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა – საანგარიშო კონცერტით საზოგადოების წინაშე
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
  • წარმატებული გამოსვლა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

რას მიაღწევენ ამ ფასად?!

ოქტომბერი 17, 2020ოქტომბერი 17, 2020

ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –

დღეს, საღამოს პარტია „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. ენმ-ს მომხრეებს, რომლებმაც დემონსტრაციული სვლის შემდეგ ბათუმის ზღვისპირა პარკის კოლონადებთან მოიყარეს თავი, მოუსვლელობის გამო პოსტ-გზავნილით მოუბოდიშა პარტიის ერთ-ერთმა რეგიონალურმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ, რომელსაც მამა გარდაეცვალა და ბუნებრივია, ვერ დაესწრებოდა მისთვის ამ მნიშვნელოვან თავყრილობას.

ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ შეხვედრა სწორედ ზემოთ აღნიშნული გზავნილის შინაარსის გაცნობით დაიწყო, შემდეგ კი დარწმუნებით განაცხადა, რომ თხუთმეტიოდე დღეში ოპოზიცია გაიმარჯვებს და „ქართულ ოცნებას“, მისი თავმჯდომარიანად მმართველობის სადავეებს ჩამოაშორებენ.

  • ორიოდ კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის სახლში გასაშვებად, 15 დღე და წარსულს ჩაბარდება კრიმინალი, რომელმაც დაიპყრო მთელი საქართველო და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. კორუფცია, რომელიც ასე მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში, ნეპოტიზმი, უმოქმედობა და უუნარობა სამწუხარო რეალობაა. ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება ხელისუფლების გუნდი, რომელიც დაამარცხებს ყველაზე დიდ გამოწვევას ამ ქვეყანაში – გაჭირვებას და უმუშევრობას, – ჩვეული პათოსით წარმოთქმული ამ მოკლე სიტყვის შემდეგ გიორგი კირთაძემ მომხრეებს აჭარიდან საქართველოს პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა, რომლებსაც წინასწარვე უწოდა „გამარჯვებულებიც“. აი, ისინიც: ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მიშა ბოლქვაძე, ბონდო თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი (პარტიული სიის პირველი ნომერი).

მომხრეებს არსებული მთავრობის ნაკლოვანებებსა და ოპოზიციის მომავალ საგმირო საქმეებზე ასევე, სიტყვით მიმართეს მურმან დუმბაძემ, გრიგოლ ვაშაძემ და სხვებმა.

„ნაციონალების“ მომხრეების პათეტიკა და ლოზუნგები ალბათ არავის გაუკვირდება, თუმცა მართლაც, გაუგებარია, რატომ უგულებელყვეს პარტიის ამომრჩევლებთან შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის რეკომენდაციები?! აღნიშნულ თავყრილობაზე არც სოციალური დისტანცია იყო დაცული და პირბადეებიც ნაკლებად თუ ვინმეს ეკეთა. ცხადია, ასეთი გაუფრთხილებლობა სასიკეთოდ არ აისახება ბათუმის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

საინტერესოა, მაინც რას მიაღწევენ ისინი ამ ფასად?

სულ ნანახია
სულ ნანახია
521
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← პოეტი – პოლიტიკაში
  • ეს კვლევები საზოგადოების ფართო მასებს დააინტერესებს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"