კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები – აჭარაში
mariam xiTariSvili: 27 48 93 –
აჭარაში ახალი კორონავირუსის კიდევ 360 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 კოვიდდადებითი პაციენტი.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
– გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 172 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელდა 5200 კოვიდინფიცირებული. გამოვლინდა ახალი კორონავირუსის 360 შემთხვევა. რეანიმაციაში იმყოფება 79 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, აქ მკურნალობს 1003 პირი, აქედან 82 ბავშვი. ბინაზე 1500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული რჩება. სამწუხაროდ, გვაქვს ერთი გარდაცვალების შემთხვევაც. ვირუსის გამოვლენის შემდეგ მიმდინარეობს ყველა ინფიცირებულთან დაკავშირება, მათთან კონტაქტირებული პირების მოძიება. თუ პაციენტებს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, რასაკვირველია, მოქმედი პროტოკოლით მიმართავენ 112-ს, ან ოჯახის ექიმს. თუ რისკჯგუფების მიხედვით განვიხილავთ, აქ უმეტესი პროცენტი გახლავთ ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რომელთაც გამოუვლინდათ სიმპტომები. დაინფიცირების ერთეული შემთხვევა გვაქვს სამედიცინო სფეროშიც. ამჟამად თავისუფალი საწოლების რაოდენობა 36-ია. მოგეხსენებათ, ეს რიცხვი დღის განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 1186 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18663 გახდა. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 469, აჭარა – 360, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 46, გურია – 25, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 7.
გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაიცვალა 143 ადამიანი.

