მინი ქალაქი – ქალაქში
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ბათუმს ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი შეემატება
გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მრავალფუნქციური სასტუმრი კომპლექს -ის პრეზენტაციას დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა რეგიონში საინვესტიციო პროექტების, ეკონომიკური აქტივობების განხორციელების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საინვესტიციო პროექტი არ შეფერხებულა და კომპანიამ ყველა დასაქმებული შეინარჩუნა.
,,სახელმწიფო მუდმივად თანამშრომლობს ბიზნესთან, რომ ამ დიდი გამოწვევების წინაშე მყოფი კომპანიები გადარჩნენ და მინიმალური დანაკლისი განიცადონ. პროექტი მნიშვნელოვანია მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მასშტაბებით. ეს არის მინი ქალაქი – ქალაქში. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ამ ობიექტს ბევრი ვიზიტიორი ეყოლება“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე.
როგორც პრეზენტაციაზე ისაუბრეს, 190 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტ -ის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაში გადადის. პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია ,,არ მერიდიანსია’’. კომპანიის დირექტორ ნათია გოგიძის თქმით, კომპლექსი ჯამში განთავსებულია 29, 445 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ორ ბრენდულ სასტუმროს, ორ 16-სართულიან და ორ 18-სართულიან აპარტოტელს; ერთ 20-სართულიან საცხოვრებელ სახლს; პრემიუმკლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციურ საცხოვრებელს
-ის პროექტში 13,000 კვ.მ მხოლოდ რეკრეაციულ ზონას დაეთმო და ერთ სივრცეში განთავსდება გამაჯანსაღებელი სივრცეები; რეკრეაციული ზონა; საპარკინგე ტერიტორია; 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი; საბავშვო აუზი; დახურული აუზი; სპორტული მოედანი; ბავშვთა მოედანი; სამორინეები; საკონფერენციო დარბაზები; სუპერმარკეტები; კაფეები და რესტორნები. ბულვარის ტიპის რეკრეაციული ზონის – 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზის, საბავშვო აუზის, სპორტული მოედნისა და 600 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა უკვე დასრულებულია“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,არ მერიდიანსის’’ დირექტორ ნათია გოგაძის თქმით, ობიექტზე 500 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად, ისინი შეუფერხებლად იღებენ ხელფასებს. რაც შეეხება გაყიდვებს, როგორც კომპანიის უფროსმა აღნიშნა, საგრძნობლადაა შემცირებული.