ახალი კორონავირუსის კიდევ 193 შემთხვევა – აჭარაში
mariam xiTariSvili: 24 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ახალი კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.
საქართველოს მასშტაბით, კლინიკებში 2817 პირი მკურნალობს, აქედან აჭარაში – 588.
რეგიონის კლინიკებში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან 69 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 10 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 1079 მოქალაქე რჩება, საკარანტინე სივრცეში კი 2337 პირი.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 1194 შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 425, აჭარა – 193, იმერეთი – 372, გურია – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 18, კახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 9.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი. კოვიდსასტუმროში მკურნალობს 1420 ადამიანი.
საქართველოს მასშტაბით 341 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან თბილისში იმყოფება – 172, აჭარაში კი 69.