„პედაგოგობა, მოსწავლეთა აღზრდა საპატიო საქმეა, რომელსაც ადამიანი დიდი სიყვარულით უნდა აკეთებდეს“
ოთარ ცინარიძე: 599 85 2114 -QQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQ
QQQQQQQQQQQQQQQQშუახევიQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ნენიის საჯარო სკოლას წარმატებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევენ. აქ მომუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჯემალ ქამადაძეს ოქტომბერში დაბადებიდან 70 წელი უსრულდება. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
-Q 70 წელი ის ასაკია, როცა ადამიანი განვლილ ცხოვრებას გონივრულად განჭვრეტს. პედაგოგი ამ გზას როგორ აფასებთ?.
-Q 70 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია საიმისოდ, რომ ადამიანმა უკან მოიხედო და შეაჯამო, გაანალიზო, რა გაგიკეთებია და რა გაქვს გასაკეთებელი. მეამაყება, რომ ჩემი ცხოვრების განვლილი გზა სკოლასა და ჩემს საყვარელ საქმეს – ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდას მივუძღვენი. 1974 წლიდან, როცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, დღემდე პედაგოგიურ სარბიელზე ვარ. პირველი პროფესიული ნათლობა მეზობელ სოფელ ნიგაზეულში მივიღე. ერთი წლის მუშაობის შემდეგ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში გადმოვედი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. არასოდეს დამავიწყდება ნიგაზეულის საშუალო სკოლაში გატარებული ერთი წელი. ახალგაზრდა პედაგოგს ყველა სიყვარულითა და პატივისცემით მეპყრობოდა. ასეთმა ურთიერთობამ სტიმული მომცა, მოწინავე მასწავლებლების გვერდით ვყოფილიყავი. დღესაც დიდი სიყვარულით მხვდებიან ჩემი ყოფილი მოსწავლეები. ამიტომ სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ამ სოფელთან და განსაკუთრებით მიყვარს ნიგაზეული და ნიგაზეულელები. .B .
-Q მშობლიურ სკოლაში მუშაობისას რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?
-Q გამოწვევები და სიახლეები ბევრი იყო. 1976 წელს ნენიის 8-წლიანი სკოლა საშუალოდ გადაკეთდა. სკოლის ისტორიაში ახალი პერიოდი იწყებოდა და ბევრი სიახლის დანერგვა იყო საჭირო. სკოლის გამოცდილი პედაგოგების – მიხეილ, დურსუნ, იოსებ, გუგული მიქელაძეების, ზურაბ, ემინე, ნუნუ მამულაძეების, ზინა ზოიძის, გურამ ქამადაძის გვერდით ახალგაზრდა პედაგოგებმაც დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით დავიწყეთ მოღვაწეობა. მალე, როგორც ახალგაზრდა წარმატებულ პედაგოგს, დირექტორის მოადგილეობა კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში, ე.წ. „ორგანიზატორობა“ მანდეს. ჩემი ყოფილი მასწავლებლების გვერდით მუშაობამ, მათი გამოცდილების გაზიარებამ პედაგოგიურ საქმიანობაში ბევრი შემძინა. სკოლის ორგანიზატორის ერთ-ერთი ფუნქცია იყო მოსწავლეთა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მისი დახმარება. მახსოვს საანგარიშო-საარჩევნო კრება რომ ჩავატარეთ, ზემდგომი ორგანოებიდან მოვლინებულმა პირებმა კრებას კონფერენცია უწოდეს.QQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQ
QQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQ
-Q შემდგომში კოლეგებმა სკოლის დირექტორობაც განდეს. . .
-Q დიახ, 1993 წლიდან 12 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ნენიის საშუალო სკოლას. ყველას კარგად ახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლები: ათასნაირი პრობლემითა და სიდუხჭირით აღსავსე პერიოდი. დირექტორობა დიდ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას მაკისრებდა, რადგან უნდა გამეგრძელებინა სკოლის ღირსეული წინამორბედების მიხეილ მიქელაძის, ზურაბ მამულაძის, შოთა მიქელაძის, ლევან ქამადაძის გზა და დამენერგა სიახლეები. მთავარი პრობლემა იყო ადრე დაწყებული და დაკონსერვებული სკოლის კაპიტალური შენობის დასრულება… სიამაყით შეიძლება ვთქვა, რომ იმდროინდელი ხელმძღვანელების, კერძოდ, ანზორ გოგიტიძის ძალისხმევითა და გვერდში დგომით შევძელით სკოლის შენობის დასრულება და 1996-1997 სასწავლო წელი ახალ სასკოლო შენობაში დავიწყეთ. შემდგომ პერიოდში, 2012 წელს, მზია აბულაძის დირექტორობის დროს, სკოლის შენობას სრული რეაბილიზაცია ჩაუტარდა და დღეს გვაქვს მაღალი დონის კაპიტალური სკოლის შენობა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. დუხჭირ და გაუსაძლის 90-იან წლებს ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დაუპირისპირდა ენერგიული შრომით, სიახლეების დანერგვით და, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, ხელოვნებით, მოსწავლეთა თვითმოქმედებით. დირექტორის მოადგილემ სასწავლო მუშაობის დარგში მზია აბულაძემ ჩამოაყალიბა ვაჟთა ვოკალური კვარტეტი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი სახელოვნებო ოსტატობით და დიდ მოწონებას იმსახურებდა მაყურებელში. მახსოვს, თქვენი გაზეთიდან მოვლინებულმა ჟურნალისტმა „ოთხი გია“ უწოდა კვარტეტს, თბილისელმა სტუმრებმა კი – „ორერას“ შეადარეს. ამ წლების კურსდამთავრებულთაგან ბევრი გახდა ექიმი, იურისტი, ეკონომისტი. დავასახელებ ზოგიერთ მათგანს: ექიმები – ანზორ და ნათია მიქელაძეები, ბადრი, ნათია რომანის ასული, ნათია ჯუმბერის ასული მამულაძეები, რუსუდან ქამადაძე, იურისტები- როლანდ, არმაზ, აზა ქამადაძეები, გოჩა და ჯამბულ მიქელაძეები, ეკონომისტი- გიორგი ქამადაძე. ისინი ახლაც სპეციალობების მიხედვით აგრძელებენ შრომით საქმიანობას.
-Q მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ყოველ დროს მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. . .
-QQ პედაგოგობა, მოსწავლეთა აღზრდა საპატიო საქმეა, რომელსაც ადამიანი დიდი სიყვარულით უნდა აკეთებდეს. პედაგოგის შრომის შედეგი მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს. თუ პედაგოგი ხარ, განსაკუთრებით უნდა გიყვარდეს სკოლა და ბავშვები, გულისყურით უნდა ეკიდებოდე დაკისრებულ მოვალეობას, ყოველი გაკვეთილი მოსწავლეთათვის ზეიმი და სიახლის მომტანი უნდა იყოს. ამას მაშინ მიაღწევ, თუკი ყოველდღიურად ზრუნავ ცოდნის დონის ამაღლების, პროფესიული დაოსტატებისა და სიახლეების დანერგვისათვის. პედაგოგიურ მუშაობაში საგაკვეთილო სისტემას მოხერხებულად ვუკავშირებ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, სიახლეებს, ინოვაციურ საკითხებს. საგაკვეთილო სისტემას საინტერესოს ვხდი მოხერხებული და მიზნობრივი კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობით. ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი და მდიდარი გამოცდილება მაქვს. მოსწავლეებს ხშირად ვაწერინებ მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებს, სკეტჩებს, სცენარებს… ვახდენთ ზოგიერთი მხატვრული ნაწარმოების გადმოკეთებას და ჩვენს სინამდვილეზე მორგებას, ვაწყობთ მის ინსცენირებას. მაგალითად, დიდი მოწონება ხვდა წილად წარმოდგენებს: „თათქარიძეობა ნენიაში“, „ჭუჭყიანი თეთრეული“, „დედა ენის დღე ნენიაში“. ჩვენი მოსწავლეები ხსირად იმარჯვებენ რესპუბლიკურ თუ საოლქო კონკურსებზე, ოლიმპიადებზე. რამდენიმე მათგანმა ჩემი პროფესია აირჩია და წარმატებით საქმიანობენ პედაგოგიურ სარბიელზე. ესენი არიან: შორენა, ოთარ, მზევინარ, მანანა ქამადაძეები, მედეა, მანანა და ლია მიქელაძეები, იზოლდა მამულაძე. სკოლაში მაქვს ქართული ენის, ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების სანიმუშოდ მოწყობილი კაბინეტი, რომელიც მოსწავლეთა საყვარელი ადგილია. მის მოწყობა-გაფორმებაში განსაკუთრებით მეხმარება მხატვრობის ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია. სიახლეების დანერგვის მიზნით მუდმივად მიმდინარეობს კაბინეტის გადახალისება-განახლება. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა სათანადოდ შეაფასა სკოლის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ. შეფასების ჯგუფმა უყოყმანოდ მომანიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება. 70 წლის იუბილე მომილოცეს, სკოლის დირექციამ კი ქების სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დამაჯილდოვა.
-Q სპეციალობა თავად აირჩიეთ, თუ ეს ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა?
-Q შეიძლება ითქვას, ერთიც და მეორეც. მამას არასრული განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ საკმაოდ კარგი მწიგნობარი იყო, კარგად ერკვეოდა მაშინდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებში, იყო თვითნასწავლი მხატვარი, კარგად ხატავდა, შეეძლო ხის მხატვრული დამუშავება, სახლის მოჩუქურთმება, რელიეფების გამოყვანა. ერთ ხანს ნენიის 7-წლიან სკოლაშიც მოლარე-მოანგარიშედ მუშაობდა. დედა ხულოს ქალთა ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, თუმცა არსად უმუშავია და მთელი ცხოვრება კოლმეურნეობაში შრომასა და დიასახლისობას შეალია. ოჯახში ბავშვებს ხშირად გვესმოდა სჯა-ბაასი ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, საქართველოს წარსულსა და მომავალზე. . . ჩვენ პატარები ხშირად მივუსხდებოდით რადიომიმღებ „როდინას“ და ვისმენდით ჩვენთვის საინტერესო საუბრებს სამშობლოზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე. . . ანტიკვარულ რადიომიმღებსა და პატეფონს დღესაც სათუთად ვინახავთ ოჯახში. . .
პირველი პედაგოგი ჩვენი ოჯახიდან იყო უმცროსი მამიდა ნანული ქამადაძე, რომელმაც 60-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და ბიოლოგიის მასწავლებლად ხულოს რიონის სოფელ რაქვთაში დაიწყო მუშაობა. აქვე შექმნა სანიმუშო ოჯახი. აქაურები დღესაც დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებენ მის პედაგოგიურ ღვაწლსა და შრომისმოყვარეობას. ოთხი და-ძმიდან ყველამ პედაგოგობა ავირჩიეთ. უფროსი და, ნესტანი, დიდხანს სოფელ დღვანში და ბოლოს სარფის საშუალო სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენასა და ინგლისურს. ახლა პენსიაზეა. მომდევნო და, ლეილა, შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. უმცროსი ძმა, ხუსეინი, პედაგოგობიდან კერძო ბიზნესში წავიდა და წარმატებული ბიზნესმენია. ასე ჩაეყარა საფუძველი ოჯახურ პედაგოგიურ ტრადიციას.
– მეუღლეზე, შვილებზე რას გვეტყვით?
-Q მეუღლე ნანული ქამადაძეც პედაგოგია და გეოგრაფია-ბიოლოგიას ასწავლის ნენიის საჯარო სკოლაში. აქვს უფროსი მასწავლებლის წოდება. გვყავს ხუთი შვილი. შვილებიდან მხოლოდ ერთმა – ლია ქამადაძემ აირჩია პედაგოგის პროფესია და შუახევის საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას უფროსი მასწავლებლის სტატუსით. უფროსი ქალიშვილი რუსუდან ქამადაძე ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კატასტროფის მედიცინის ექიმია. ვაჟები: ედიშერი, როლანდი და გიორგი უმაღლესი განათლებით არიან და კერძო ბიზნესით არიან დაკავებული. ჯერჯერობით 2 შვილიშვილი მყავს: ნატა და დავითი, რომლებიც ბათუმის №14 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან.
– პედაგოგობასთან ერთად, რა არის თქვენი გატაცება, საყვარელი საქმე?
– ჩემი მეორე პროფესია თუ გატაცება ფოტოგრაფიაა. ბავშვობიდანვე მიყვარდა ხატვა, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი სურათებს, ფოტოებს, ნახატებს. მოსწავლეობისას სკოლის კედლის გაზეთებისა და ლოზუნგების, პლაკატების საუკეთესო გამფორმებელი ვიყავი. ახალგაზრდობაში, როდესაც დეფიციტური ფოტოაპარატი „ზენიტი“ შევიძინე, ეს იყო ჩემი ბედნიერება. იქიდან მოყოლებული მრავალი საუკეთესო ფოტო მაქვს გადაღებული, რომლებიც ახლა წარსული ისტორიის ამსახველია. ვაკეთებ ფოტოალბომებს სკოლის ისტორიასა და სოფლის წარსულზე. ფოტოგრაფია და მხატვრობა მეხმარება ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის საუკეთესოდ მოწყობაში.
-Q ხშირად ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათის განმსაზღვრელია ის, თუ რომელი ფერი მოსწონს და უყვარს. თქვენ რომელი ფერი მოგწონთ?
-QQQQ QQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQწითელი. ადრე, ახალგაზრდობაში, ავტომობილს რომ ვიძენდი, მაღაზიაში ფერის არჩევანის საშუალება მომეცა და უყოყმანოდ წითელი „ჟიგული“ ავირჩიე. ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალში ჩვენი საყვარელი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ წავიკითხე და მანაც საყვარელ ფერად წითელი დაასახელა. ნიშანდობლივია, რომ კონცერტებზე ეს ქალბატონი უმეტესად წითელი ფერის სამოსით გამოდის.
-Q QQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQQროგორც ვიცით, ჩვენი კუთხის, ჩვენი რაიონის პატრიოტი ადამიანი და ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ხართ. პერიოდულ პრესას როგორ აფასებთ?
-QQQ მთაში დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. არასოდეს მიფიქრია მიგრაციაზე, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაზე. სადაც არ უნდა წავიდე, მე სულ აქ მომეჩქარება ჩემს აჭარაში, შუახევში, ჩემს ნენიაში. გიორგი ლეონიძის ლექსის პერიფრაზს თუ გადავაკეთებთ, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ხელს მიქნევს ჩემი აჭარა, პატარა შუახევი, ჩემი სოფელი. ბავშვობიდანვე მიყვარდა ადგილობრივი პრესა. როცა ჟურნალ-გაზეთების დასტას მივიღებდი, და ახლაც, პირველად ჩემს საყვარელ „აჭარას“ და რიონულ გაზეთს მივაჩერდები. გაზეთმა ბევრჯერ შეიცვალა სახელი, ფორმა, შინაარსი, ბოლო ხანებში კი უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი გახდა. ამაში დიდია მისი პროფესიონალი ჟურნალისტების და სარედაქციო კოლეგიის დამსახურება.