ორშაბათი, ოქტომბერი 2, 2023
სიახლე:
  • ,,ტბელობა” – ერთიანობისა და პატივგების ზეიმი
  • ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე
  • შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია
  • ,,ოცნება” შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა – კიევში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან საქართველოში საკუთარი დამკვირვებლების გამოსაგზავნად

ოქტომბერი 21, 2020ოქტომბერი 21, 2020

მარი ხითარიშვილი: 27 48 93 –

ოპოზიციის მიერ აგორებულმა ტალღამ საერთაშორისო დამკვირვებლების დაბლოკვასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა მხოლოდ ევროპარლამენტი (როგორც იუწყება რუსთავი-2) არ აპირებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნას. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის განხილვის ავტორი იყო „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ და კერძოდ, დეპუტატი სტივენ მიქსერი. საკითხი ევროპარლამენტის თავმჯდომარეთა პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა დღის საბოლოო განრიგიდან ამოიღეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წერილით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და საქართველოში მისიის გამოგზავნის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ამაოდ.

სამაგიეროდ, ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ამჟამად ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ქვეყანაში არჩევნების პროცესს დააკვირდებიან.

დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შორის არიან ეუთოს მისია, აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სხვ. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს, ასევე, რიგი ქვეყნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა, საელჩოებმა და პარლამენტის წარმომადგენლებმა. ასე რომ, არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო უწყებების კონტროლის ქვეშ.

მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად, აირჩევენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც, ასევე, ცალკეულ რეგიონებში – მერებსა სათათბიროების დეპუტატებს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
416
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „პედაგოგობა, მოსწავლეთა აღზრდა საპატიო საქმეა, რომელსაც ადამიანი დიდი სიყვარულით უნდა აკეთებდეს“
  • დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის ჭიდილი ახალი მსოფლიო რეალობისთვის →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"