რა დაიგეგმა ბათუმის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის?
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან იტყობინებიან იმის შესახებ, თუ რა არის დაგეგმილი ბ ა თ უ მ შ ი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.
ვინაიდან ქალაქში ყოველწლიურად იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა, აუცილებელი გახდა სკოლების ახალი შენობების, მათთვის დამატებითი კორპუსების აშენება, რათა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდისთვის შექმნილიყო უკეთესი პირობები. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს დასრულდება ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 540 მოსწავლეზე ერთ ცვლაში. ამასთან, კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია და ღია მოედანი.
2021 წელს დასრულდება ბათუმის N23-ე საჯარო სკოლის (მახვილაური) ახალი შენობის მშენებლობა.
დასასრულს უახლოვდენა ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მშენებლობა. წელსვე გამოცხადდება ტენდერი ამავე ტერიტორიაზე სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე. აქ, ასევე, განთავსდება საკონცერტო დარბაზი და ამფითეატრი.
2021 წელს დაიწყება ბათუმის N მე-15 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია, რომლითაც სკოლას დაემატება 18 საკლასო ოთახი (500-ზე მეტი მოსწავლე – ერთ ცვლაში), სპორტული და სააქტო დარბაზები.
2020 წელს დაიწყო და გაგრძელდება ბათუმის მე-9 და 30-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია;
2021 წელს დაიწყება ბათუმის Nმე-2 და Bმე-5 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. ამავე წელს განხორციელდება ბათუმის N 1-ლი, მე-8, მე-10,N26-ე სკოლების სახურავების, ფასადებისა და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ასევე იგეგმება:
ბათუმის N31-ე და მე-16 სკოლების (თოდოგაური) ახალი შენობების მშენებლობა; ბათუმის მე-18 სკოლის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა (რაგბი, მძლეოსნობა, კალათბურთი, ფეხბურთი და სხვა) ტრიბუნებით;
ბათუმის Nმე-4 სკოლის რეკონსტრუქცია, რომლითაც სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი (350-ზე მეტი მოსწავლე – ერთ ცვლაში), სპორტული და სააქტო დარბაზები.
ბათუმის მე-14 სკოლის ტერიტორიაზე აშენდება დამატებითი კორპუსი, რომლითაც სკოლას შეემატება საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები.
ამასთან, ბათუმში აშენდება ახალი საჯარო სკოლა.
ყველა პროექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
ყველა სამუშაო შესრულდება ეკოლოგიურად სუფთა მასალით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბათუმში აშენდა: ბათუმის 1-ლი სკოლის დამატებითი კორპუსი, სოფელ ზედა ღელეს დაწყებითი სკოლა და ბათუმის Nმე-17 სკოლის სპორტული დარბაზი, ხოლო სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა მე-19 საჯარო სკოლას.