სოფელ წაბლანის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
აჭარის მაღალმთიანი სოფლის, წაბლანის მცხოვრებლები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
პროტესტის უპრეცედენტო ფორმას მიმართეს ადგილობრივი კომისიის წევრებმაც – მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს და საარჩევნო უბანთან შეკრებილ ამომრჩეველს შეურთდნენ.
„ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ უკიდურეს ფორმას მივმართეთ“, – აცხადებენ სოფელ წაბლანის მცხოვრებლები.
ადგილობრივების თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე პროტესტის გამოხატვის მიზნით გამოცხადდნენ. მათი განცხადებით, 2 წლის წინ აჭარის მთავრობამ ბათუმში სოციალური სახლები ააშენა, თუმცა ბინები დღემდე არ გარემონტებულა. წაბლანის მოსახლეობამ ბინების გარემონტებასთან დაკავშირებით აქცია როგორც სოფელში, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან რამდენჯერმე გამართა.
სოფელ წაბლანის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს აქ ჩამოწოლილ მეწყერს 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი.