ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დაფიქსირდა გარდაცვალების 19 შემთხვევა, აქედან 9 – აჭარის რეგიონში. მათი ასაკი 47 წლიდან 82 წლამდეა.
ხუთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი – კლინიკა „მედცენტრში“, ორი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ერთი კი – ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა.
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 80 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში შევიდა 26 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. რაც შეეხება 57 წლის ქალს, კლინიკაში შეიყვანეს 21 ოქტომბერს, გარდაიცვალა სამ ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო სამ ნოემბერს გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე.
რაც შეეხება 72 წლის ქალს, იგი კლინიკაში 26 ოქტომბერს შეიყვანეს, გარდაიცვალა 3 ნოემბერს. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, უნივერსალური სიმსუქნე.
კიდევ ერთი პაციენტი, 75 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტი კლინიკაში ათ ოქტომბერს შეიყვანეს, ხოლო ოთხ ნოემბერს გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ამასთან, „მედცენტრში“ 3 ნოემბერს გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში 30 ოქტომბერს შეიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. იგი კლინიკაში 27 ოქტომბერს შეიყვანეს, სამ ნოემბერს კი გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, კორონარული შუნტირება, გულის უკმარისობა. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, 82 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში პირველ ნოემბერს შეიყვანეს, ხოლო ორში გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: პნევმონია, კოვიდ-19, ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია.
რაც შეეხება 63 წლის ქალს, იგი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 19 ოქტომბერს შეიყვანეს, სამ ნოემბერს კი გარდაიცვალა. პაციენტს აღენიშნებოდა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.