ამბები
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, მესამეზე – აჭარა
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 2 927 ადამიანი დაავადდა, 24 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის სულ გარდაცვლილთა რაოდენობაა 499.
კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 60 680-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 45 042 ადამიანი (ბოლო 24 საათში –2 470), კარანტინის რეჟიმშია 2 982, სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 780 პაციენტია, ხოლო კოვიდსასტუმროებში 2 879 ადამიანი იმყოფება.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ იმერეთის რეგიონია, შემდეგ კი – აჭარა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 782, აჭარა – 411, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 150, კახეთი – 133, ქვემო ქართლი – 130, მცხეთა–მთიანეთი – 79, შიდა ქართლი – 74, სამცხე–ჯავახეთი – 59, გურია – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას, ამ დროის მონაცემებით
საქართველოში კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 780, მათ შორის, თბილისში – 2 356, აჭარაში – 759. 645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2 879 ადამიანი, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში -1 316. თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5 637, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403 პირი.
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში დღეიდან იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე ავტოტრანსპორტით მოძრაობა. აკრძალვა გადაადგილებაზე ეხება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, გორისა და ფოთის მცხოვრებლებს. წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.
აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, იმ პირებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციების შესასრულებლად და სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ასევე ფარმაცევტულ ობიექტებს, მიწოდების სამსახურებსა და მასმედიას.
გარდა ამისა, შვიდ დიდ ქალაქში დროებით იხურება მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები, ავტობუსებსა და მეტროში კი მძღოლებისა და პოლიციელების მიერ გაკონტროლდება მგზავრთა რაოდენობა. ადამიანები ქუჩაშიც ატარებენ პირბადეს, რაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობას შეზღუდავს.
საქართველოში ამ დროისთვის ასევე აკრძალულია: 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით დახურულ და ღია სივრცეებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გამართვა, სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, იუბილეების, ქალეხების (10-ზე მეტი ადამიანი) გამართვა,
მთლიანად შეჩერებულია ღამის კლუბების მუშაობა, დაკეტილია კინოთეატრები, თეატრები, საბავშვო გასართობი ცენტრები,
დისტანციურ სწავლებაზე 4-დან 25 ნოემბრამდე გადადიან სკოლები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, აჭარის რეგიონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. რესტორნები და ბარები მთელ ქვეყანაში 22:00 საათამდე მუშაობენ.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, ზემოაღნიშნული შეზღუდვები მობილობის პრევენციისა და ამ ქალაქებში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გამო კეთდება.
სულ ნანახია
572
დღეს ნანახია
1