ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ბათუმში საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

ნოემბერი 10, 2020ნოემბერი 10, 2020

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –

გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, გუშინ, ბათუმში მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქცია 10 საათის შემდეგაც გაგრძელდა. მართალია, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არავის მოუწოდებდნენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, ხალხი მაინც არ დაიშალა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ღამის 10 საათის შემდეგ შვიდ ქალაქში დილის 5 საათამდე იკრძალება როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილება. მთავრობის ცნობით, პირი, რომელიც ამ რეგულაციას დაარღვევს, 2 000 ლარით დაჯარიმდება.
ცნობისათვის: საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ამის გამო, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ საქართველოს პარლამენტში შესვლას. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

აჭარის მთავრობის სახლის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე, კარვებია გაშლილი. იქვეა მოწყობილი სცენა. პროტესტის მონაწილეებმა სცენის ერთ მხარეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, მეორე მხარეს კი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ფიტული ჩამოკიდეს.
ღამე ქუჩაში გაათიეს ახალგაზრდული მოძრაობის „არ დათმო“ წევრებმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციაზე სხვადასხვა შინაარსის მოწოდებებით და უცვლელი მოთხოვნით  გამოვიდნენ – ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ოპოზიციის ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციებს, ღამეს ინცინდენტების გარეშე არ ჩაუვლია და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც პროტესტმა პიკს მიაღწია, ანბანის კოშკის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მობილიზება დაიწყო, თუმცა აქცია სამართალდამცველებს არ დაუშლიათ.
გუშინვე ბათუმში გაიმართა ჟურნალისტებისა და ოპერატორების აქციაც – “ნუ დაგვაბრმავებთ“.
სულ ნანახია
სულ ნანახია
153
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ცესკო გუშინდელ აქციას ეხმაურება
  • ამირან გამყრელიძე: ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"