ამბები
ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია
ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –
რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა ბათუმში, საკუთარ ბინაში (მელიქიშვილის ქუჩის №53) 49 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ბელარუსის მოქალაქეა. ის მარტო ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, მოკლულის ერთ-ერთი მეგობარი ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას.
„სამართალდამცველების აქტიური საგამოძიებო ღონისძიებების გატარების კვალდაკვალ, პოლიციამ ბელორუსი ქალის მკვლელობის ფაქტი საკმაოდ სწრაფად გახსნა“, – აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 43 წლის მამაკაცი. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მიღებული ჭრილობების შედეგად კი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობა 6 ნოემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეზობლებთან არ კონტაქტობდა, რადგანაც სახლიდან სამსახურში დილით ადრე მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. ერთ–ერთი ვერსიით, იგი გაქურდეს და შემდეგ მოკლეს.
სულ ნანახია
495
დღეს ნანახია
1