ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ბათუმში 32 წლის ქალი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა

ნოემბერი 13, 2020ნოემბერი 13, 2020

ცეცილი ირემაძე 27 48 93 –

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალმა კორონავირუსმა კიდევ 37 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი 32 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე იყო მძიმე, მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
– ავადმყოფს სასწრაფოდ გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც აღმოჩნდა ფილტვის 80%-ის დაზიანება. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი, რასაც დაერთო თირკმლის მწვავე უკმარისობა, – აღნიშნა მან.
ბოლო 24 საათში თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – რვა, ქვემო ქართლში – სამი, კახეთში კი ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 636 ადამიანია გარდაცვლილი. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 473-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 73 154-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეიტინგში ქვეყნის მდგომარეობა გაუარესდა, კერძოდ, კორონავირუსის ლაბორატორიულად გამოვლენილი ფაქტების რაოდენობით საქართველო 67-ე ადგილზეა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 55 511 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2 447, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 957 პაციენტია, ხოლო კოვიდსასტუმროებში 3 413 ადამიანი იმყოფება.
„არსებულ პერიოდში აღინიშნება შემთხვევების მკვეთრი მატება, სტატისტიკა უკვე მიუახლოვდა შემაშფოთებელ ნიშნულს“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა. მისივე თქმით: „დღეის მდგომარეობით საქართველოში უკვე გვყავს, 70 000-მდე ინფიცირებული და მათგან დაახლოებით ნახევარზე მეტი განკურნების პროცესშია, მნიშვნელოვანი ნაწილი კი იმყოფება კლინიკებში. ზრდის ფონზე, ქვეყანა კვლავ არ შესულა პიკის პერიოდში. არსებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, უფრო ნაკლებია მძიმე პაციენტები“.
სულ ნანახია
სულ ნანახია
109
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← გივი მიქანაძე: ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ახირებული მიდგომა, რომ მე მოვიგე და თქვენ წააგეთ
  • ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"