ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ახირებული მიდგომა, რომ მე მოვიგე და თქვენ წააგეთ

ნოემბერი 13, 2020ნოემბერი 13, 2020

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის პირველი რაუნდი, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე, გუშინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში რამდენიმე საათს გაგრძელდა და მას ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა.
დიალოგის შედეგს ორივე მხარე სხვადასხვანაირად აფასებს. მმართველი პარტია არ თმობს 31 ოქტომბრის არჩევნების ხმებს, ხოლო ოპოზიცია არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და მას გაყალბებულად აცხადებს.
გივი მიქანაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ოპონენტების მიერ დაყენებული ნებისმიერი საკითხი.
– ჩვენი მთავარი მიზანია, ეს პროცესი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ წარვმართოთ. აუცილებლად გავითვალისწინებთ სწორი მიმართულებით გაცხადებულ კონკრეტულ პოზიციას, ამას განვიხილავთ და გავიზიარებთ კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ახირებული მიდგომა, რომ მე მოვიგე და თქვენ წააგეთ. ყველაფერი უნდა იყოს არგუმენტირებული, – აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, თითოეული მოქალაქის ხმა ბოლომდე იყოს დაცული.
როგორც ცნობილია, 31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით მოითხოვდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ხელისუფლება კი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ აპირებდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის მეორე რაუნდის უახლოეს დღეებში ჩატარებაზე.
დიალოგის დაწყების მიუხედავად, „ევროპულმა საქართველომ” საქართველოს 30-ვე ოლქის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. პარტიის წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ცესკო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და კვლავ დაუდგენელი დარჩება რეალური სურათი.
– თუკი აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილება სურდა “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას, ისინი ამას დააკმაყოფილებდნენ ქვედა დონეზე, სადაც შესაძლებელი იყო რეალობის დადგენა და უბნების გადათვლა, – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
სულ ნანახია
სულ ნანახია
154
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← გვაკვალიანებს კლინიკური ფსიქოლოგი…
  • ბათუმში 32 წლის ქალი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"