პარასკევი, ივნისი 2, 2023
სიახლე:
  • მამია ხარაზი – ჩვენი კუთხის ღირსეული შვილი
  • ნებოძირიდან – ძმაგულაში, ანუ ერთი სამოთხიდან – მეორეში…
  • ,,ქვეყნის სიყვარულია კანონების, ტრადიციების პატივისცემა”
  • ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
  • ვეტერანები სპორტულ ფორმაში არიან
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

აქცია ბათუმში „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს

ნოემბერი 15, 2020ნოემბერი 16, 2020

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –

ბათუმში, მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

– ყველა ოპოზიციური პარტია დღეს დგას ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების მოპარვას არავინ შეეგუება. გარდამტეხი ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან, – განაცხადა აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ. აქციას თბილისიდანაც შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის ნიკა მელია.

„დაიცავი შენი ხმა” – ამ გზავნილით ბათუმში მცხოვრებლებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. პროტესტის მონაწილეებს მოქალაქეები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდანაც შეუერთდნენ და მსვლელობა აჭარის მთავრობის სახლთან დაასრულეს, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. მათ თავიანთ მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობისკენ მოუწოდეს. შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ. მან გამძლეობისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში, 8 ნოემბრიდან, ღამეებს კარვებში ათენებს. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამომრჩევლებს „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა, თავიანთი ხმების ქუჩაში დაცვაა.

– ჩვენი მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნების ჩატარება, ცესკოს და უსკოს თავმჯდომარეების გადადგომა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ყველა ოპოზიციური პარტია დღეს დგას ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების მოპარვას არავინ შეეგუება. გარდამტეხი ბრძოლა უნდა მივიდეს ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან, – განაცხადა მან.

მოთხოვნები უცვლელი და თბილისის აქციების იდენტურია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა და ახალი არჩევნები.

– ეს არის სტანდარტული შემთხვევა – როცა საქართველოს ხელისუფალი საქართველოს მოქალაქეს ართმევს უმთავრესს, ხალხი გამოდის სიმართლის დასაცავად, რომ მისი დაკარგული ხმა მოიპოვოს, – განაცხადა პარტია „ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, საარჩევნო ბლოკის „ენმ – ძალა ერთობაშია” წევრმა მურმან დუმბაძემ.

– ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას, ვიბრძოლებთ და აუცილებლად დავასრულებთ „რუსულ ოცნებას,” – განაცხადა გაერთიანება „იმოქმედეს” აქტივისტმა ბექა მექვაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

„სტრატეგია აღმაშენებელის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ბექა დიასამიძე აცხადებს, რომ წარწერა – „მიშა ჩამოდი” გახდა მიზეზი, რის გამოც „ლელოს“ წევრებმა აქცია დატოვეს.

– მიზეზი სწორედ ეს გახდა, მათთვის აღნიშნული წარწერები მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ოპოზიციის ერთიანობაზე ეს არ აისახება, ცოცხალი პროცესია, არის აზრთა სხვადასხვაობა, – თქვა მან.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, 22 ნოემბერს მთავრობის სახლთან კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დანიშნული.

სულ ნანახია
სულ ნანახია
372
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← კოვიდვითარება მძიმდება
  • გიორგი სურმანიძე: პანდემიის დროს უფრო გამოჩნდა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ქვეყნის შენახვა-გადარჩენის კუთხით →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"