ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემია გაიხსნება

ნოემბერი 16, 2020ნოემბერი 16, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

მალე ბათუმს თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი ქართულ- ამერიკული აკადემია შეემატება. სასწავლებელი 2021 წელს გაიხსნება, დღეს კი საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, აკადემიის და კომპანია ,,ანაგის’’ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩააგდო.

– ბათუმში აქტიურად შენდება და ძალიან მალე დასრულდება განათლების და მეცნიერების ქალაქი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საფუძველი ჩავუყარეთ კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასაც. დღეს გამორჩეული დღეა, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქში, რეგიონში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი განათლება, როგორც სკოლამდელი, ასევე წინა საუნივერსიტეტო პროგრამების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა იმ ხარისხით მიიღონ განათლება, რაც მათ გახდის კონკურენტუნარიანს როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო და გლობალურ ბაზრებზე. განსაკუთრებით მახარებს კერძო სექტორის აქტიურობა, მათი დაინტერესება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ბათუმი ვითარდება არა მხოლოდ სამშენებლო ტურისტული მიმართულებით, არამედ განათლებასაც დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ქართულ-ამერიკული აკადემია აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს.
აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს. ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით.
აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს -ის და ,,უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს” მიერ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
131
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
  • აჩი შაქარიშვილი: გარემო პირობებია შეზღუდული, შესაძლებლობები კი შეუზღუდავია. →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"