21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა და არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს აჭარის 28-ე ბათუმის და 30-ე ხელვაჩაურის, ასევე ქედის,შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სამივე საარჩევნო ოლქში შეადგენს – 314 889 ამომრჩეველს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრად მაჟორიტარული სისტემით არჩეულია – N29 ქობულეთის საარჩევნო ოლქში – ცოტნე ანანიძე, N41 „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს’’ წარმომადგენელი 20 809 ხმით, ხოლო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები არიან:
28 ბათუმის ოლქში: N5 გიორგი კირთაძე (26 599 ხმა, 34.46 პროცენტი) და N41 – ტიტე აროშიძე ( 32 332 ხმა , 41.89 პროცენტი);
N30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს ოლქში: N 5 – გია აბულაძე (19 044 ხმა, 32.12 პროცენტი) და N41- ფრიდონ ფუტკარაძე ( 29 408 ხმა , 49.6 პროცენტი).
აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 186 863-მა ამომრჩეველმა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს – 5 352-ს. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ორმა საარჩევნო სუბიექტმა: N5 – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია -„ძალა ერთობაშია’’ (61 242 ხმა, 33,96 პროცენტით) და N41 – „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’ (82 700 ხმა, 45,86 პროცენტით). აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებად პროპორციული წესით არჩეულნი არიან:
- აბულაძე გია;
- ანთაძე ლევან;
- ბაგრატიონი ელგუჯა;
- ბაციკაძე დავით;
- გაბაიძე დავით;
- ვარშანიძე ნადიმ;
- ვასაძე მედეა;
- ზოიძე თინათინ;
- თედორაძე დავით;
- კირთაძე გიორგი;
- მანველიძე გიორგი;
- მგალობლიშვილი ლადო;
- რიჟვაძე თორნიკე;
- სურმანიძე მამული;
- ფუტკარაძე ჯაბა;
- ჩავლეიშვილი ირაკლი;
- ჭეიშვილი ირაკლი;
- ხალვაში ფატი.
უსკომ არჩევნების მეორე ტურისათვის ბიულეტენების და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები უკვე დანიშნა. N28 ბათუმის და N 30 ხელვაჩაურის, ქედის,შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელი – აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერი- საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული და ტარდება მეორე ტური, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 17 ნოემბრის 18:00 საათამდე ცესკოს,უნდა მიმართონ სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს – 2 51-00-51 .
შეგახსენებთ რომ 2020 წლის 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.