ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

მაიკ პომპეო საქართველოშია

ნოემბერი 17, 2020ნოემბერი 17, 2020

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 –

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოშია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. სავაჭრო ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება – ასეთი მოლოდინი აქვს თბილისს. საქართველოში ელოდებიან, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, როგორც საქართველო, ისე შეერთებული შტატები, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად აღმავალია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს, 2016 წელს გაფორმდა მემორანდუმი ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კარგად შესრულდა. ამ მიმართულებით საქმიანობა ტრამპის ადმინისტრაციასთანაც გაგრძელდა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გადმოსცა ჯაველინების სისტემა ჩვენი თავდაცვის, მდგრადობის გასაძლიერებლად. ეს არის ის კონკრეტული მაგალითი, რაზეც დგას ჩვენი თანამშრომლობა, რაც აძლიერებს ჩვენს მდგრადობას იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო. ამიტომ ამ ვიზიტის ფარგლებში ყველა ამ საკითხზე გვექნება შეფასება – სად ვართ, სად ვიმყოფებით, და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინ, იმისთვის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის მუდმივად იყოს მჭიდრო ურთიერთობები“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ნატოს ფარგლებში, საქართველოს ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
124
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← თენგიზ ცერცვაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
  • „ყველა თუ დაავადდა, სად ვიშოვით 3 მილიონ ნახევარ საწოლს? ეს მოხდება, თუ არ შეწყდა მასობრივი შეკრებები, აქციები, მსვლელობები“ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"