სამშაბათი, იანვარი 31, 2023
სიახლე:
  • ,,თუ გვინდა გვეპატიოს, ჩვენც უნდა ვისწავლოთ სხვისი პატიება”
  • მიუსაფარი ცხოველების დასაცავად
  • მაწანწალა ძაღლების პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება
  • ,,სოფელსა შინა” – სპექტაკლი, რომელშიც მტერს უბრძოლველად ჩაბარდნენ
  • ძალოსნობის სასახლე არა მხოლოდ ჩაქველებს გაახარებს…
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა

ნოემბერი 20, 2020ნოემბერი 20, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

ბათუმში ახლად შემოყვანილ ელექტროავტობუსებში თერმოსკრინინგის აპარატები დამონტაჟდა. შედეგის გაგება შესაძლებელია როგორც მონიტორზე, ასევე ხმოვანი შეტყობინების საშუალებით. თერმოსკრინინგის ჩატარებისკენ მგზავრებს გაჩერებებზე ავტომატურ რეჟიმში მოუწოდებენ. პროექტი საპილოტეა, რის შემდეგაც მსგავსი აპარატების დამონტაჟება სხვა ავტობუსებშიც იგეგმება.

– ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მუნიციპალურ ელექტროავტობუსებში დავამონტაჟეთ თერმოსკრინინგის აპარატები, რომელთა მეშვეობითაც გაკონტროლდება, ხომ არ აქვთ მგზავრებს ტემპერატურა. სატესტო რეჟიმის შემდეგ, ვგეგმავთ აპარატების მონტაჟს სხვა ავტობუსებშიც. მოგეხსენებათ, მუნიციპალური ავტობუსები, ასევე, აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მსგავსი სიახლე დაინერგა, – განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა სულ 8 ერთეული ელექტროავტობუსი შეიძინა. მათი საერთო ღირებულება 4 მილიონ ევრომდეა.

– ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს. ელექტროავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით არის შეძენილი. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ქალაქის ავტოპარკის ეტაპობრივად განახლებას, პანდემიის მიუხედავად არ შეცვლილა. ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე. ბათუმი არის ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს. პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

70 მგზავრზე გათვლილი 9,5 მეტრი სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ელექტროავტობუსებში 24 დასაჯდომი ადგილია. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტროავტობუსს დამუხტვის გარეშე 25 კილომეტრის გავლა შეუძლია.

სულ ნანახია
სულ ნანახია
397
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← ასლან ლორთქიფანიძე: ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში შევა
  • ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"