ოთხშაბათი, იანვარი 20, 2021
სიახლე:
  • კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს: ინგლისის დედოფალმა, ჯო ბაიდენმა, რეჯეპ ერდოღანმა… აიცარით, ქართველებო, ნუ გეშინიათ!
  • ბაგრატ აკუჯბა: ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და მივიღებთ სილამაზეს
  • მამა – იმამი, შვილი – სტიქაროსანი
  • გიორგი ბოლქვაძე – მუსლიმანი მამის და ქრისტიანი დედის ათეისტი შვილი
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 58
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

რა პროვოკაციას გეგმავენ, მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები?

ნოემბერი 21, 2020ნოემბერი 21, 2020

ნინო მელია: 27 48 93 –

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა მმართველი გუნდის ბრიფინგი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავს. თავიანთი ლიდერების მითითებით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი გეგმავს, რომ ბიულეტენებზე გააკეთოს მინაწერი იმის შესახებ, თითქოს საჯარო მოხელეები არიან, რომლებსაც აიძულეს არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და შავი პიარისთვის გამოიყენონ.

„მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ“, – თქვა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.

მან გაახმოვანა კიდეც იმ პირების ვინაობა , ვისაც, მისი თქმით, კონკრეტულად აჭარაში, დაავალეს „ნაციმოძრაობის“ ლიდერებმა ბიულეტენებზე მსგავსი მინაწერების დაფიქსირება.

„ესენი არიან: ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ მითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, თავი დაანებონ ასეთი პატარ-პატარა, ე.წ. ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს. მათი ძალიან ბევრი წარმომადგენლისგან გამოდის ეს ინფორმაცია და კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით, ვინ რას აკეთებს. ამიტომ, ამ მდარე პროვოკაციებს არავითარი აზრი არ აქვს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
88
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ირაკლი კუპრაძე: ნებისმიერი სხვა მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, განსაკუთრებით, ექსპრეზიდენტის ჩამოყვანის
  • კენჭისყრაში მონაწილეობა 73 833 ამომრჩეველმა, ანუ 30,27%-მა მიიღო →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"