ვაქცინები მზადაა, მაგრამ რომელია ყველაზე ეფექტიანი და იაფი?
მარი მიდასელი: 27 48 94 –
დღე სასიამოვნო ინფორმციით გვინდა დავიწყოთ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა თითქმის დაასრულეს, თუმცა ჯერჯერობით არაერთი კითხვა რჩება. მაინც რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტიანი და რომლის შეძენა იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის? ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვაქცინას პირველი შესაძლებლობისთანავე, ანუ უმოკლეს დროში შეიძენს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაზე იაფსა და იმედია, ეფექტიანს (თუ ასეთი არსებობს) აარჩევს თავისი ხალხისთვის.
მაშ ასე! გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული ვაქცინის წარმოებას ამერიკული კომპანიაიწყებს, ერთ დოზაზე მისი ფასი 25-დან 37-ამდე დოლარია. სწორედ ეს ციფრები დაასახელა კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმათან ინტერვიუში. მისი თქმით, კომპანია გათვლას არ აკეთებს მაქსიმალურ მოგებაზე და მათ მიერ დაწესებული ფასი სულაც არ არის ძვირი, თუ გავითვალისწინებით, რამდენს ხარჯავს ჯანდაცვის სისტემა მძიმე ავადმყოფების მკურნალობისას. ამასთან, სხვადასხვა შემთხვევაში ვაქცინის ფასს განსაზღვრავს მყიდველის შეკვეთის რაოდენობა.
MM-ს ხელმძღვანელთან ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინის ს მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მის ვაქცინას გაცილებით დაბალი ფასი ექნება – დაახლოებით 18 დოლარი, თუმცა ამ ფასს მომავალ კვირამდე კიდევ დააზუსტებს.
თუ გავიხსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში შვედურ-ბრიტანული კომპანია AAვიცეპრეზიდენტმა ხოსე ბასელგამ გვაუწყა, რომ კომპანია OOვაქცინის ფასი მხოლოდ ორი ევრო იქნება, აშკარაა საქართველოს მოსახლეობა რომელ ვაქცინას აირჩევდა. შვედურ-ბრიტანული კომპანია ამ ვაქცინის ფართოდ წარმოების დაწყებას აპირებს მესამე ფაზის დასრულებამდე, რადგან, როგორც ამბობენ, ვაქცინის ეფექტიანობაში ეჭვი არ ეპარებათ და დროის ტყუილად დაკარგვა არ სურთ. ხოსე ბასელგას თქმით, ადამიანს კოვიდ-19-ის დასამარცხებლად მათი ვაქცინის 2 დოზა, 28 დღის შუალედით, დასჭირდება (სულ ოთხი ევრო).
საინტერესოა, მაინც რომელი ვაქცინაა უფრო ეფექტიანი? ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ -ს მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია ახალი კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას მალე დაასრულებენ და მისი წარმოებისთვის ნებართვის მისაღებადაც ემზადებიან.
მანამდე, 9 ნოემბერს, აშშ-ის ფარმაცევტულმა გიგანტმა, მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია Bის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, ახალი კორონავირუსის ვაქცინის მათი ვერსია 90%-ით ეფექტიანია კოვიდ-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებით კომპანია PPმა გვაცნობა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.
ის მწარმოებელი კი გვარწმუნებს, რომ რუსული ვაქცინა 92%-ითაა ეფექტიანი.