იუსტიციის სახლები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
28 ნოემბრიდან იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებს. საღამოს 9 საათიდან გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან. უწყების ცნობით, მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეებს მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მოემსახურებიან პორტალიდან–. დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.
იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მისაღებად მოქალაქე: ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს–;
პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში.
მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება. ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.