ხუთშაბათი, იანვარი 21, 2021
სიახლე:
  • 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დღეს დასრულდა
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის 469 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში – 33
  • კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს: ინგლისის დედოფალმა, ჯო ბაიდენმა, რეჯეპ ერდოღანმა… აიცარით, ქართველებო, ნუ გეშინიათ!
  • ბაგრატ აკუჯბა: ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და მივიღებთ სილამაზეს
  • მამა – იმამი, შვილი – სტიქაროსანი
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება

ნოემბერი 28, 2020ნოემბერი 28, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ტურიზმთან დაკავშირებული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

მან ყურადღება გაამახვილა იმ შეღავათებზეც, რომლებსაც სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს.

– გარდა მოქალაქეებზე ორიენტირებული პაკეტებისა, ჩვენ შევიმუშავეთ პაკეტები ბიზნესის დასახმარებლად,რათა ნაწილობრივ მაინც დაიკომპენსირონ ის დანაკარგები, რომელიც მათ ბიზნესის გაჩერების და შეზღუდვების ამოქმედების შედეგად ექნებათ. ამ შემთხვევაში, კვლავ ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომითი ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, 750 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადს დავუკომპენსირებთ. უშუალოდ, თითოეულ დასაქმებულზე ეს არის 150 ლარი და ასეთი ადამიანი საკმაოდ ბევრია. 405 000 დასაქმებულზე ასეთი პაკეტი გავრცელდა, შესაბამისად, ჩვენ კიდევ, დამატებით, დაველოდებით ინფორმაციას უკვე დამსაქმებლებისგან და იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროება იქნება, ვიმოქმედებთ. 33 000 კომპანიაა ასეთი, ვინც მოგვმართა ჩვენ წინა შეზღუდვების დროს და ამავე მოცულობას ველოდებით ამჯერადაც, შესაბამისად, 400 000-ზე მეტ დასაქმებულს დაუკომპენსირდება საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდა.

2020 წელს ტურიზმის სექტორს გადაუვადეს საშემოსავლო თანხის გადახდა. ისინი ამ 4-თვიანი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამით ჩვენ დამატებით დავეხმარებით ტურიზმის სექტორს, რომ ეს ტვირთად არ დააწვეთ. შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, რომ ეს თანხა არ გადაიხადონ.

2020 წელს ქონების გადასახადისგან იყო გათავისუფლებული ტურიზმის სექტორი, სარესტორნო ბიზნესი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრია. ეს შეღავათი იმოქმედებს 2021 წლის განმავლობაშიც, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
61
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „თუკი არ სურთ პარლამენტში შემოსვლა, ყურზე მოვკიდოთ ხელი და ძალით შემოვიყვანოთ, თუ რა ვქნათ?“
  • იუსტიციის სახლები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"