საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
ნინო მელია: 27 48 93 –
ცესკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, მანდატი – 36.
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, მანდატი – ოთხი.
„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, მანდატი – ერთი.
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, მანდატი – ორი.
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, მანდატი – ოთხი.
„გირჩი“ – 2,89%, მანდატი – ოთხი.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, მანდატი – 60.
„ლელო“ – 3,15%, მანდატი – ოთხი.
21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. ოპოზიციამ მმართველი გუნდი გაყალბებაში დაადანაშაულა და არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობდა.

