როგორ დაწინაურდა დიდი ბრიტანეთი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თვალსაზრისით?
ნინო მელია: 27 48 94 –
ბრექსითმა უდავოდ მოახდინა გავლენა დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის სწრაფად დამტკიცებაზე. ვინაიდან იგი ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღარაა, მის ბიუროკრატიულ რეგულაციებსაც აღარ ექვემდებარება. დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს MHAის დირექტორის, ჯუნ რეინის განცხადებით, მარეგულირებელმა ორგანომ ევროპული კანონმდებლობით იხელმძღვანელა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული თავისუფლების წყალობით გახდა შესაძლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად დამტკიცება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება მის ეფექტურობას, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 12 დღეში ადამიანის ორგანიზმში ნაწილობრივი იმუნიტეტი, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში კი ძლიერი იმუნიტეტი გამომუშავდება. ამ ინფორმაციას BB ავრცელებს.
„რაც შეეხება ვაქცინასთან დაკავშირებულ სისწრაფესა და მიღწეულ წარმატებებს, ეს მთლიანად დამოკიდებული იყო კვლევის შედეგებსა და მონაცემებზე, ასევე იმ მკაცრ შეფასებებზე, რომლებიც დამოუკიდებელ რეკომენდაციებში იყო ასახული“, – განაცხადა ჯუნ რეინმა.
ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ მა Pისა და Bის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს დაამტკიცა. ქვეყანაში მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება.