ხუთშაბათი, იანვარი 21, 2021
სიახლე:
  • 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დღეს დასრულდა
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის 469 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში – 33
  • კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს: ინგლისის დედოფალმა, ჯო ბაიდენმა, რეჯეპ ერდოღანმა… აიცარით, ქართველებო, ნუ გეშინიათ!
  • ბაგრატ აკუჯბა: ინდივიდუალურობა, ექსტრავაგანტურობა და დახვეწილობა ერთმანეთს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და მივიღებთ სილამაზეს
  • მამა – იმამი, შვილი – სტიქაროსანი
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

„2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს კომისიის იმავე წევრებმა სხდომა“

დეკემბერი 3, 2020დეკემბერი 3, 2020

ნინო მელია: 27 48 93 –

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დემონსტრაციულად დატოვა რამდენიმე წევრმა, რაზეც კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ 2016 წელს ზუსტად იგივე წევრები ანალოგიურად მოიქცნენ.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თქვა, ეს იყო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა და მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, პირიქით – მათი შეფასებით ეს არჩევნები იყო კონკურენტული და საარჩევნო პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები – დაცული.

„ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს კომისიის იმავე წევრებმა სხდომა, გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიციები გამოხატეს. ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არის. 2016 წელსაც ზუსტად ასე დატოვა შემაჯამებელი სხდომა კომისიის ორმა წევრმა, თუმცა 2016 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ვურჩევდი ყველას, გაეხსენებინათ ის პერიოდი. ეს არჩევნებიც ჩატარებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ შემადგენლობის მიერ.

ამ არჩევნებთან დაკავშირებით ცხადია, გამოთქმულია გარკვეული შენიშვნები. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი – ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და მათი პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა”, –განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
73
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ვაქცინა მზადაა, როდის შემოვა საქართველოში?
  • 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"