ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

მათთვის, ვისაც ვაქცინაციის ეშინია

დეკემბერი 9, 2020დეკემბერი 10, 2020

მარი მიდასელი: 27 48 93 –

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ არაერთი ეპიდემიის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოცადა და სწორედ ამის წყალობით დაძლია სხვადასხვა „ჭირი“ (ქოლერა, ტიფი და ასე შემდეგ), რისი წყალობითაც სხვათა შრის, ადამიანის მოდგმის სიკვდილიანობამ იმდენად იკლო, რომ შვიდ მილიარდ ნახევარს მივაღწიეთ, არსებობენ იმდენად „შორსგამხედავნი“ და „ყოვლისმცოდნენი“, რომ „ზუსტად და შეუმცდარად“ იციან, ახალი ვაქცინა კაცობრიობის დასაღუპადაა მოვლენილი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყოველი ახალი ვაქცინის გამოგონებას სწორედ ასეთ შორსგამხედავთა ეჭვიანი არმიის გნიასი უსწრებდა წინ და მიუხედავად ამისა კაცობრიობა დღეს ისეთი მრავალრიცხოვანია, როგორც არასდროს. ჰო, დამავიწყდა, რომ სწორედ ეს მრავალრიცხოვნებაა მიზეზი, მსოფლიოს ბედზე მწარედ დაფიქრებულთათვის, რის გამოც ვირუსით და ამ საბაბით გამოგონილი ჩიპ-ვაქცინით ადამიანთა რიცხვის ერთ მილიარდამდე ჩამოყვანა აქვთ განზრახული. თუმცა ამის დასამტკიცებლად ვერანაირ საბუთს ვერ გვთავაზობენ. იმას ხომ ვერ გაიხსენებენ, როგორ გვზაფრავდნენ, სულ ტყუილად, ბიომეტრიული პირადობის მოწმობის საშიშროებით და ლამის ანათემას გადასცემდნენ მათ, ვინც ასეთი მოწმობის აღებას აპირებდა. დღეს ასეთი მოწმობა ყველა მათგანის პირადობას წარმატებით ამოწმებს. მსგავსი სიყალბეების პროპაგანდა ყველა დროში იყო მომავალი კატასტროფების წინასწარმეტყველებასთან ერთად და ამის მიუხედავად, როგორც ვხედავთ, ადამიანის მოდგმა ათასწლეულობით უწყვეტად აგრძელებს სიცოცხლეს და შემოქმედებას. მეცნიერების მტკიცებით, კაცობრიობა ისედაც, ყოველგვარი ბიოლოგიური იარაღის გარეშე, მცირდება შობადობის შემცირების გამო და მათი პროგნოზით, ერთ საუკუნეში განახევრდება კიდეც. მსოფლიო ბუებს და რქიანებს ამისთვის თითის განძრევაც არ დასჭირდებათ. ასე რომ, გული დავიმშვიდოთ და საღი აზრით განვსაჯოთ, მართლაც სარისკოა თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. . . მანამდე გავიხსენოთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია. პირველი ადამიანი კი, ვინც P-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანია.
მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას საღი აზრი ამოძრავებს და დიდი სურვილი აქვს კორონავირუსის ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთოს. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ ეშინია ვაქცინაციის, თავაზობთ:
როგორ მივხვდეთ, უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა?
ვაქცინამ მარეგულირებელ ორგანოსთან წარდგენამდე წინაკლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს.
კლინიკური კვლევები ლაბორატორიაში იწყება, სადაც მკვლევარები სხვადასხვა უჯრედს აკვირდებიან და შესაბამის ცდებს ცხოველებზე ატარებენ. კვლევის პირველ ფაზაზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ ცდების მიმდინარეობისას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლინდება.
ლაბორატორიიდან დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, კვლევაში მოხალისეები ჩართონ, როგორც ეს -ის კორონავირუსის ვაქცინის შემთხვევაში მოხდა, სადაც მონაწილება 40 000 ადამიანმა მიიღო.
კვლევის ეს ეტაპი ასე გამოიყურება:
კვლევაში მონაწილე ადამიანების ერთი ნაწილის ორგანიზმში ვაქცინა შეჰყავთ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს (სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი) უკეთებენ.
არცერთმა მონაწილემ არ იცის, თუ რომელ ზემოაღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება.
დაკვირვების შემდეგ მეცნიერები შედეგებს აანალიზებენ და შესაბამის დასკვნებს ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესი, პანდემიის ფართოდ გავრცელების გამო, ძალიან სწრაფად მოხდა, მათ კვლევის არცერთი ეტაპი გამოტოვებული არ აქვთ.
მაგალითისთვის, ვაქცინის კვლევის პროცესი მეცნიერებმა დროებით იმიტომ შეაჩერეს, რათა გამოეკვლიათ, რამ გამოიწვია კვლევაში მონაწილე ადამიანის გარდაცვალება. ვაქცინის კვლევის პროცესი მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ გარდაცვალებას ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
რას შეიცავს ახალი კორონავირუსის ვაქცინები?
ისა და Mვაქცინა ორგანიზმში იმუნური რეაქციის გამოსაწვევად გენეტიკურ კოდებს იყენებს, რომელიც ორგანიზმს ერთგვარ „ინსტრუქციას“ აწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშაოს იმუნური პასუხი კოვიდის მიმართ. გენეტიკურ კოდებს ადამიანების უჯრედებში ცვლილეები არ შეაქვთ.რაც შეეხება Oკორონავირუსის ვაქცინას, ის უვნებელ ვირუსს იყენებს, რომელიც ძალიან რათა ორგანიზმს კოვიდის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმაროს.
ზოგიერთი ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს ალუმინსაც, რომელიც ვაქცინის ეფექტურობის ზრდას უწყობს ხელს.
ვაქცინაცია უარყოფითად აისახება ორგანიზმზე?
არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომზემოთ აღნიშნული რომელიმე ინგრედიენტი ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირე რაოდენობით გამოიყენება.
ვაქცინები ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსის ამოცნობასა და შესაბამისი იმუნური რეაქციის გამომუშავებაში ეხმარებიან.
ვაქცინაციის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა კუნთების ტკივილი და ტემპერატურის მატება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი ვაქცინაციის შემდეგ ვირუსით ინფიცირდა. ვაქცინა ალერგიულ რეაქციებს იშვიათად იწვევს.
რამდენად უსაფრთხოა კოვიდის ვაქცინა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ვირუსი უკვე გადაიტანა?
ადამიანებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, კოვიდის ვაქცინის გაკეთება მაინც შეუძლიათ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გრძელდება ვირუსის გადატანით გამომუშავებული იმუნიტეტი. ამიტომ ვაქცინის გაკეთება ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას გააძლიერებს.
ასევე, P გაიდლანების მიხედვით, ახალი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა ე.წ. გრძელვადიანი კოვიდპაციენტებისთვისაც.
კოვიდით ინფიცირებულებმა ვაქცინა მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გაიკეთონ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
111
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← FDI გრანტი – უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად
  • ,,მომწონს ის ფაქტი, რომ ცარიელ ფურცელზე ოცდაცამეტი ასო-ბგერისა და რამდენიმე სიმბოლოს გამოყენებით შეგიძლია სრულიად ახალი სამყარო შექმნა’’ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"