FDI გრანტი – უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
კოვიდპანდემიამ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. კრიზისის დასაძლევად საქართველოს მთავრობამ, როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელძღვანელმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ გვითხრა, დაამტკიცა ,,უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა’’, რომელიც პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ, ტექნოლოგიების შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
– ბატონო ოსმან, დეტალურად აგვიხსენით პროექტის შესახებ, რა ვადებში და რა ოდენობის გრანტს სთავაზობს მთავრობა ინვესტორებს?
– როგორც უკვე იცით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დამტკიცდა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებად განისაზღვრა: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება; მანქანების და მოწყობილობების (მანქანა-დანადგარები), ასევე მათი ნაწილების წარმოება; ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესსერვისების/პროცესების აუთსორსინგი, რაც გულისხმობს საქართველოდან უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს; დასაწყობებას და ლოგისტიკური ცენტრების შექმნას, საჰაერო ხომალდების რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას. ხელშეწყობის მექანიზმი გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიებისთვის გრანტის შეთავაზებას გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო კომპანია ვალდებული იქნება, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა. პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც დაურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეა. ჩვენ აღნიშნული გრანტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრ კომპანიებს, უცხოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, ინვესტორებსა და ეკონომიკის სფეროში მომუშავე ადამიანებს. წევრ კომპანიებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ დაინტერესებული უცხოელი ინვესტორებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ასოციაცია არის ხიდი უცხოელ ინვესტორებსა და მთავრობას შორის.
– როგორ ფიქრობთ, პანდემიის ფონზე მარტივი იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა?
– რა თქმა უნდა, ადვილი არ არის უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციის განხორციელება, რადგან ისინი რიგ პრობლემებს აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტი. სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ კადრების გაზრდას, რაც პირდაპირ კავშირშია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან. ჩვენი ქვეყანა, უმეტესად, დამოკიდებულია იმპორტზე, გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება და რესურსების მოზიდვა. ადგილობრივი წარმოების გაზრდა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მზად ვართ, მთავრობასთან და ინვესტორებთან ერთად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის შემოდინებას. პანდემიის პირორბებშიც კი უნდა ვეცადოთ ადგილობრივი წარმოების გაზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, რათა ჩვენს მოსახლეობას არ მოუწიოს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა.
– ვიცით, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ოცამდე მსხვილი ბიზნესკომპანიაა გაწევრიანებული. პანდემიის პერიოდში თუ განხორციელდა რაიმე სახის ინვესტიცია ?
– აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ რუსთავში, კომპანია „ქართლი ტექსტილმა“ უკვე დაასრულა ახალი სამკერვალო საწარმოს მშენებლობა, რომელიც მალე გაიხსნება. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მშენებლობის პარალელურად გადამზადდნენ დასასაქმებელები. პირველ ეტაპზე 1000-დან 1500-მდე თანამშრომელი დასაქმდება. „ქართლი ტექსტილის“ ახალ საწარმოს კომპანია „აჭარა ტექსტილი“ აშენებს. საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტით ჯამში 3000 ადამიანი, მათ შორის 90 პროცენტი ქალი, დასაქმდება. ცნობისათვის, „აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებულია 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება და U-ი. კომპანია 100 პროცენტით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.