რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის შესახებ?
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 129 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან აჭარაში 313 კოვიდდადებითი ტესტი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მიმდინარე შემთხვევა არის 30 918, საიდანაც, 6 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში: აჭარაში – 962 , მძიმეა 154 პაციენტი.
გთავაზობთ პასუხებს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს. ვფიქრობთ, ეს პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
– რა სიმპტომებია დამახასიათებელი -ისთვის?
– -ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენებულ მდგომარეობაში ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ), – ეს მსუბუქი სიმპტომებია, ხოლო სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი და/ან ზეწოლა გულმკერდის არეში, ცნობიერების დარღვევა, ძილიანობა, უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე მიანიშნებს დაავადების რთულ მიმდინარეობაზე.
– როგორ უნდა მოვიქცე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?
– თუ არ გქონია არავითარი შეხება კოვიდინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამოგიგვლინდა -ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ უსათუოდ კოვიდინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას, 3-5 დღეში ქრება. თუ გქონდათ შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდეგ გამოგივლინდათ სიმპტომები, გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურებისთვის გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.
– რა სახის კონტაქტი ითვლება ინფიცირებისთვის ახლო კონტაქტად?
– მაღალი რისკის კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში ჰქონდა პირდაპირი შეხება პირთან, რომელსაც დაუდასტურდა , ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით, ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი -ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ. ხველის ან ცემინებისას), რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა ( სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) -ით ინფიცირებულთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში.
– რას გულისხმობს თვითიზოლაცია, როდის უნდა დავიწყო და დავასრულო იგი?
– თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით. პირობების არქონის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და თქვენ გადაგიყვანენ კოვიდ-სასტუმროში. არ გახვიდეთ გარეთ, არ მიიღოთ სტუმრები, ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ. იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები. თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ -ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი, იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.
– როგორ გადაეცემა ახალი კორონავირუსი?
– წვეთოვანი და კონტაქტური გზით – მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
– დაავადების რა ეტაპიდან იწყება ინფიცირებული ადამიანის გადამდებლობა?
– ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.
– როგორ დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?
– მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლო კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც), ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან 70-პროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი ხსნარით (20-40 წამი), შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადეთ, არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
– რამდენი დღე ითვლება -ის ინკუბაციურ პერიოდად?
– საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე დროის მონაკვეთი) საშუალოდ, 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.
– რა სახის ტესტები გამოიყენება -ის დიაგნოსტიკისთვის?
– დაავადების მიმდინარეობის დადგენისთვისგამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან P ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას. ანტისხეულების ტესტი: ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში, შრატსა და პლაზმაში ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას. უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს.საკუთარი ინიციატივით არცერთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული.
– ვინ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას და რა შემთხვევებშია ტესტირება უფასო და ფასიანი?
– სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული შემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება: ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით); დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით; სამედიცინო პერსონალი, სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.
– როგორ მოვიქცე თუ ვარ ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?
– თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახირება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.
– როგორ მოვიქცე თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონავირუსი?
– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში. თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე: ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე. იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან, აუცილებლობის გარდა, ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ. საეჭვო ინფიცირებული პირი უნდა სარგებლობდეს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით, თუ შესაძლებელია – ცალკე აბაზანითა და სან-ჰიგიენური კვანძითაც, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხნსარით. საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად დავამუშაოთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.
– რა შემთხვევებში მკურნალობენ ინფიცირებულებს ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში?
– ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ კოვიდპაციენტსაღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად, აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში. თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ უნდა გადაიყვანონ კლინიკურ სასტუმროში. დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.
– მაქვს თუ არა უფლება, ექიმის მითითების მიუხედავად, ბინაზე მკურნალობის ნაცვლად მოვითხოვო ჰოსპიტალიზაცია და პირიქით?
– როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკუნრალობის გადაწყვეტილება მიიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.
– მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა კოვიდინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?
– თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა. სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში, ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინკლინიკა.
– რა პროცედურებია გასავლელი საქართველოში შემოსვლის მსურველებისთვის?
– საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებმა ქვეყანაში შემოსვლისთვის: სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდეგაც იგი ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით. ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას. აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
– საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსდება თუ არა კორონავირუსის ტესტირება, იზოლაცია, მკურნალობა?
– უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კოვიდ-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.
– არის თუ არა უსიმპტომო პაციენტი ვირუსის გავრცელების წყარო?
– უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არარსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.
– შესაძლებელია თუ არა, უსიმპტომო პაციენტის მდგომარეობის მოულოდნელად გამწვავება?
– შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.
– შესაძლებელია თუ არა, დაავადებამ ჩაიაროს სრულიად უსიმპტომოდ?
– დიახ, შესაძლებელია.
– ვის მივმართო -თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში?
– საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112;
სამთავრობო ცხელი ხაზი – 144;
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 1505;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი -116-001.
მოამზადა ხატია იაშვილმა