ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

6 დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა

დეკემბერი 14, 2020დეკემბერი 14, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

ბათუმში, მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციაზე გუშინ დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ექვსი პირი ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაკავება ადმინისტრაციული წესით განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე აქციებზე ერთი თვის განმავლობაში აქციის 15 მონაწილე დააკავეს და დააჯარიმეს. ის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას პოლიციის სამ მაღალჩინოსანს აკისრებს.

„ძალოვანი უწყებები დაკომპლექტებულია არაადგილობრივი კადრებით. ჩანაფიქრის მიზანი ისაა, რომ მათ გაუადვილდეთ ადგილობრივების დარბევა. ეს ზონდერები მოავლინა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი თვის განმავლობაში 15 პირი დააკავეს, დღეს დაკავებულების პროცესები დაიწყება და წინასწარ ვიცით, რომ მათაც დააჯარიმებენ, არადა სრულად უდანაშაულო აქციის მონაწილეები დაარბიეს გუშინ“, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ნახევარ საათს გაგრძელდა.

მომხდარ ფაქტზე, როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სამართალდამცველი დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და ტერიტორიიდან ამის გამო გაიყვანეს. მისივე თქმით, იმ შემთვევაში თუ აქციის მონაწილეებს აქვთ პატრულის თანამშრობლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტის მტკიცებულება, – საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვიდდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩებიან.

სულ ნანახია
სულ ნანახია
99
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← 15 დეკემბრიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა იცვლება
  • შიდსი კოვიდინფექციის ფონზე →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"