პარასკევი, ივლისი 1, 2022
სიახლე:
  • აფხაზეთი კი არ უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ
  • ელჩები – ხულოში
  • ადამიანების იმედით
  • საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მგზავრობის საფასურს მძღოლები არ ცვლიან
  • ბექა დიასამიძე: მხოლოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

გიორგი კირთაძე: 21 დეკემბერს ოფიციალური განცხადებით მივმართავთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უარს ვიტყვით მანდატებზე

დეკემბერი 20, 2020დეკემბერი 20, 2020

ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –

მაშინ, როცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი გრძელდება, აჭარის მთავრობის სახლთან არ წყდება საპროტესტო აქციები. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მეორე ნაწილი კი 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს. ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ დეპუტატის მანდატებზე უარს იტყვიან და საკანონმდებლო ორგანოებში არ შევლენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი კირთაძე კონკრეტულ დღეს ასახელებს, როცა ოპოზიცია მანდატების დატოვების თაობაზე ოფიციალური განცხადებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს. ეს კონკრეტული თარიღი კი ორშაბათი – 21 დეკემბერია. რას ელოდებოდა ამ დრომდე ოპოზიცია? როგორც გიორგი კირთაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ხელისუფლებას საშუალებას არ მისცემდნენ ეთქვა, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. მისივე თქმით, 

სწორედ ამიტომ, შეგნებულად არ გაანულეს სიები, ხოლო განცხადებები, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდოდნენ, 2 დეკემბერს დაწერეს.

– ბატონო გიორგი, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება.

– უსასრულოდ ხომ ვერ დაველოდებოდით მოლაპარაკებებს?! არის ამის გონივრული ვადები. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში თითქმის ყველა პარტიამ სიების განულებაზე განცხადებები შეიტანა, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით, მივმართეთ უსკოს. ორშაბათს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოს, დიდი ალბათობით კი არადა, ზუსტად ვიცი, რომ განცხადებით მივმართავთ და უარს ვიტყვით მანდატებზე.

– გუნდში უნდობლობის მომენტი ხომ არ იყო? თუ სიის პირველი შვიდეული უარს იტყოდით, შესაძლო იყო, რომ დანარჩენები შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში?

– უნდობლობა აქ არაფერ შუაშია, პროცედურული ამბავია. არ ვფიქრობ, რომ სიის სხვა წევრები შევიდოდნენ.

– ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ოპოზიციისთვის? რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება?

– ამის თაობაზე მხოლოდ რაღაცები შეგვიძლია ვივარაუდოთ. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა და განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რომ უარს ამბობდა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, აღმოჩნდა, რომ მაინც შედის საკანონმდებლო ორგანოში. ირაკლი ჩავლეიშვილმა კარგად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მის ამ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ გუნდში. „ქართული ოცნებაც“ კი დასცინის მას. თუმცა, ირაკლი ჩავლეიშვილის მაგალითზე ყველა ვხვდებით, როგორი საშიში ადამიანია ბიძინა ივანიშვილი. რას ფიქრობთ, ცუდი სიზმარი ნახა ჩავლეიშვილმა და იმიტომ გადაწყვიტა დეპუტატობა?

– ვარაუდის დონეზე რომ ვთქვათ, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება ჩავლეიშვილმა?

– შეიძლება სხვაზე მეტი ვიცი ამ თემაზე, მაგრამ არ მინდა ჭორაობა დავიწყო. კაცი, რომელიც ამბობდა, რომ არ შევიდოდა უმაღლეს საბჭოში და განცხადებაც დაწერილი ჰქონდა, ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ მაინც შედის, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ცალსახად ღალატია მისი საქციელი, მაინც აკეთებს ამას. ეს ნიშნავს, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვეს. ჩავლეიშვილი კი არ არის აქ მთავარი, მისნაირები ბევრია საზოგადოებაში, ვინც ზეწოლას ვერ უძლებს. ირაკლი ჩავლეიშვილი ასლან აბაშიძის დროსაც კი ახერხებდა ოპოზიციაში ყოფნას. თავისი დაფუძნებული პარტიაც კი დატოვა და გასაგებია ყველაფერი, თუ რა მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს საქმე.

-კარლ ჰარცელის განცხადებაზე რას იტყვით?

– ძალიან კარგად თქვა ელჩმა – ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ეუბნებიან, რომ რეგისტრაციას გაუუქმებენ. ირაკლი კობახიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეუბნება, რომ მომავალ წელს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთო. ამის შემდეგ შეიძლება მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა? მმართველი გუნდი ქუჩის პროტესტისკენ გვიწვევს, გამოწვევა მიღებულია, აქციებს ვაგრძელებთ 46-ე დღეა. სიმართლეს შესაძლოა, დიდი ბრძოლა დასჭირდეს, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებს. ქუჩაში დგომა რამდენ ხანსაც იქნება საჭირო, იმდენ ხანს დავდგებით, რადგან ვთვლით, რომ მართლები ვართ. სწორედ ქუჩის პროტესტის ფონზე მოუწევს ბიძინა ივანიშვილს უკან დახევა. ან ჩაატარებს ხელახალ არჩევნებს, ან წავა ქვეყნიდან და ჩატარდება სამართლიანი არჩევნები.

– ირაკლი ჩავლეიშვილის მსგავს სიურპრიზს თქვენი გუნდის სხვა წევრებისგანაც ხომ არ ელით?

– ცალსახად შემიძლია გითხრათ – არა! თუ ადამიანს ოდნავ მაინც აქვს ღირსება, იმას ვერ გააკეთებს, რაც ირაკლი ჩავლეიშვილმა გააკეთა. იყოს მე-15 „ქოცი“ უმაღლეს საბჭოში.

სულ ნანახია
სულ ნანახია
484
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ათწლეულები – თანამემამულეთა ჯანდაცვის სამსახურში
  • ლევან ანთაძე: რა მნიშვნელობა აქვს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მივმართავთ სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად თუ უსკოს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"