ორშაბათი, ოქტომბერი 2, 2023
სიახლე:
  • ,,ტბელობა” – ერთიანობისა და პატივგების ზეიმი
  • ვარდისფერი ოქტომბერი – ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვე
  • შუალედური არჩევნების შედეგები ცნობილია
  • ,,ოცნება” შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა – კიევში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

აჭარაში ინვესტორები კიდევ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ

დეკემბერი 29, 2020დეკემბერი 29, 2020

ხატია იაშვილი 591 98 24 26 –

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონის პირველმა პირმა პანდემიის პირობებში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობასა და გაუმჯობესებაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში ინვესტორებისთვის საშეღავათო პერიოდი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა. პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ყველა ინვესტორს ვალდებულებები ყოველგვარი სანქციების გარეშე გადაუვადდება.

„მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით ექვს თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს. დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, ბიზნესი რეგიონში მუშაობდეს შეუფერხებლად და ბიზნესთან ერთად, შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ 2020 წელი შეაჯამა და იმ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის მხრიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე გადაიდგა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში არის პანდემიის სტაბილიზაციის საკმაოდ კარგი ნიშნები. მთავრობის მხრიდან გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. „აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი სახსრები, რომ ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს ჰქონდეს აბსოლუტური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ხელვაჩაურში უკვე დავასრულეთ ერთი ახალი სოციალური სახლის მშენებლობა. მოქალაქეები შეძლებენ, რომ ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ პირველადი ღონისძიებების გატარება კორონავირუსთან მიმართებაში, 61 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო სივრცის რეჟიმი. მსურს ექიმებთან ერთად, მადლობა გადავუხადო პერსონალს, რომელიც ჩართული იყო ამ სივრცეების მართვაში. განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
429
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „სპარის“ 96-ე მარკეტი შუახევში გაიხსნა
  • ბათუმის მერიამ წლის ნომინაციებში გამარჯვებულნი დააჯილდოვა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"