საახალწლო საჩუქრები – ბიზნესმენისგან
ოთარ ცინარიძე 599 85 2114 –
ცნობილ ბიზნესმენ ზურაბ ფუტკარაძის ადგილის დედა მარეთის ხეობის სოფელი გორია. ოლადაურის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულმა ბიზნესის დაწყებამდე რთული გზა გაიარა – დაძაბული ფიზიკური შრომა, ბიზნესის საწყისი ეტაპის სირთულეები, ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრება. . . ყველა საქმესა და წამოწყებაში თანასოფლელები, აღმზრდელ-პედაგოგები გვერდით ედგნენ.
უკან დარჩა დაძაბული წლები. ახლა ზურაბს ქვეყნის ბიზნესმენთა შორის საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული. კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. არც ზურაბის ბიზნესს დაუდგა დალხენილი დღეები, მაგრამ დროს მორგებულმა საქმიანობამ, სწორმა გათვლამ კატასტროფული ზარალი თავიდან ააცილა. მან თანასოფლელებს, ოლადაურის თემში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათები ორჯერ გამოუგზავნა. თითოეულში 250-მდე ლარის პროდუქტი იყო. 15 წელია თანასოფლელებს ახალ წელს ამავე ღირებულების პროდუქტს გადასცემს. ტრადიციას არც 2021 წლის დასაწყისში უღალატა.
რამდენიმე წელია ბატონი ზურაბი ოლადაურის თემის ექვსი საჯარო სკოლის, მათი ფილიალების პედაგოგებს, ტექნიკურ პერსონალს, მოსწავლეებს ახალ წელს სასურსათო კალათებით ულოცავს. ამჯერად, არეალი გააფართოვა – სურსათით მიულოცა ახალი წელი სკოლამდელებს, ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულებს, მახალაკიძეების, მაწყვალთის ბაგა-ბაღის პერსონალს.
ქვეყანა კეთილი, მადლიანი ადამიანებითაა ძლიერი. ბატონი ზურაბის სახით სწორედ მადლიანი ბიზნესმენი გვყავს. მისი ქველმოქმედება სოფლისა და თემის ფარგლებს გარეთაც ცნობილია. სულ მალე სავაჭრო ცენტრის საექსპლუატაციოდ გადაცემას მივულოცავთ. გვჯერა, რომ ამ ცენტრში ასეულობით ადამიანი დასაქმდება.
პროფესორ შოთა მახარაძის (ზურაბის თანახეობელი) ინიციატივით და მეშვეობით 11 წლის წინ გაზეთი „შუახევი“ გამოვიდა. დამაარსებელი და დამფინანსებელი წუთისოფლიდან მოულოდნელად წავიდა. ზურაბისა და სხვა შუახეველი ბინესმენების თანადგომით, გაზეთის გამოცემა პანდემიის პირობებშიც კი არ შეფერხებულა. ერთი ნომერი ზურაბ (დავითის ძე) ფუტკარაძემ დააფინანსა.