ამბები
ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.
საპატიო ლეგიონის ორდენი დაწესებულია ნაპოლეონ ბონაპარტეს, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსულის მიერ 1802 წლის 19 მაისს. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას ანიჭებს საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის. ორდენის დევიზია ,,ღირსება და სამშობლო”.
საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია

სულ ნანახია
596

დღეს ნანახია
1