საქართველოში ახალი კორონავირუსის 551 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში – 62
მარიამ ხითარიშვილი 2748 93 –
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. – ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 3 527 – პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 2 796 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარაში – 62, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 24, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც: 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 849, აჭარაში – 364, იმერეთში – 767. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში – 389, აჭარაში – 71, იმერეთში – 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 7, იმერეთში – 29. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 722 ადამიანი, მათ შორის, 200 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში. ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 6 092 პირი გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 258, აჭარაში – 39, ხოლო იმერეთში – 8. სულ, 6 ოქტომბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 520 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 869 პირი, აჭარაში – 1 998, იმერეთში – 2 212, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.