პარასკევი, ივლისი 1, 2022
სიახლე:
  • აფხაზეთი კი არ უნდა დავიბრუნოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ
  • ელჩები – ხულოში
  • ადამიანების იმედით
  • საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მგზავრობის საფასურს მძღოლები არ ცვლიან
  • ბექა დიასამიძე: მხოლოდ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

საქართველოში კორონავირუსის 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა

იანვარი 12, 2021იანვარი 12, 2021

მარიამ ხითარიშვილი: 274893 –

ბოლო 24 საათში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო 24 გარდაიცვალა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 Pპსრ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირების დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში დადასტურებულია 754 შემთხვევა, აჭარაში – 97, იმერეთში – 334, ქვემო ქართლში – 143, შიდა ქართლში – 113, გურიაში – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 158, კახეთში -147, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევის რაოდენობაა 11 583, საიდანაც 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 811, აჭარაში – 357, იმერეთში – 760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის თბილისში – 377, აჭარაში – 69, იმერეთში -183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 11, იმერეთში – 26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ ნანახია
სულ ნანახია
259
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა
  • ასე მგონია, ბათუმს საკუთარი მზე აქვს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"