საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 618 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 94 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 94 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი. დღემდე რეგიონში ვირუსი 33 053 მოქალაქემ დაამარცხა. კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 8 ადამიანი. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 352 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 314, ხოლო ონლაინკლინიკაში – 636 პირი.
13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის სულ 1 618 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარ ტესტით – 8 664. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 243 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 611 გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში დადასტურდა – 750, აჭარაში – 94, იმერეთში – 234, ქვემო ქართლში – 94, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 126, კახეთში – 102, მცხეთა-მთიანეთში – 44, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 788, აჭარაში – 350, იმერეთში – 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 68, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 7, იმერეთში – 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

