პარასკევი, მაისი 16, 2025
სიახლე:
  • ვირტუალური ურთიერთობა – სრულფასოვანი კავშირი თუ. . .
  • „თუ რაიმე ზრდის ადამიანს, საკუთარი თავში უკვდავების აღმოჩენა“
  • ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა – საანგარიშო კონცერტით საზოგადოების წინაშე
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
  • წარმატებული გამოსვლა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას 28 იანვრიდან მიიღებენ

იანვარი 15, 2021იანვარი 15, 2021

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიოს ან ხელი შეუწყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იყო და იქნება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების დაცვის გარანტი. „მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების გნმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა, ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელწმიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მიზნობრივ შეზღუდვებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ამ შეზღუდვების 1 თებერვლამდე გაგრძელება, რადგან დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი მაჩვენებელია.

„თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ, ყველას ერთად, გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად, მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში, დაახლოებით, დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ, ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს კონკრეტული ღონისძიებები და შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს.

,,ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში, ეს გახლავთ ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი – მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,“ – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი, ეს არის, მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე – მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ კოვაქსის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე სამინისტრო წარმოადგენს ამ გეგმას, რომელიც მთავრობის შემდეგ სხდომაზე დამტკიცდება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. „ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
517
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← რა ფაქტორებმა უნდა შეუწყოს ხელი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას?
  • შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"