საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1177 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 52 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 52 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში 322 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 62, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 ადამიანი. კლინიკურ სასტუმროში 325 პირი მკურნალობს. ქვეყნის მასშტაბით 9 294 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264.
15 იანვრის ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1177 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 837 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 პისიარ ტესტით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარაში – 52, იმერეთში – 187, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში – 83, გურიაში – 33, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 105, კახეთში – 88, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 757, აჭარაში – 322, იმერეთში – 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში – 360, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 9, იმერეთში – 29. კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 648 ადამიანი, მათ შორის 242 – თბილისში, 325 – აჭარაში, 30 – იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.