საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 236 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 84 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 127 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 33-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა. მათივე ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 314 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 303, ონლაინკლინიკაში – 631. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 107 ინფიცირებული. თვითიზოლაციაში იმყოფება 2 041 პირი.
16 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 236 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 208, პისიარ ტესტით – 5 944. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 231 385 გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 770, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 238. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 24 106.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 485 შემთხვევა, აჭარაში – 84, იმერეთში – 219, ქვემო ქართლში – 55, შიდა ქართლში – 87, გურიაში – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 122, კახეთში – 87, მცხეთა-მთიანეთში – 35, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 764, აჭარაში – 314, იმერეთში – 716. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 8, იმერეთში – 27. კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 638 ადამიანი. მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 237 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728.

